სიახლეები
სიახლეები

რამდენია მაძიებლის ხელფასი და რა შემთხვევაში ეკუთვნის დანამატი? - გაეცანით, რაზეა ანაზღაურება დამოკიდებული
08-08-2021
-
+


სკოლებში დასაქმებულნი არიან მაძიებლები, რომლებსაც საათობრივი დატვირთვა აქვთ და გაკვეთილებს ატარებენ.

მაძიებლის საქმიანობა ანაზღაურებადია. მისი ხელფასი გათანაბრებულია პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასთან და ვერ სარგებლობს იმ დანამატებით, რომელიც უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს აქვთ.

ვინ არის მაძიებელი მასწავლებელი და რამდენია მისი ანაზღაურება?

  • კანონმდებლობით, 2023 წლამდე მასწავლებლობის მაძიებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მას არ მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხის ფლობა, ასევე, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი.
  • მაძიებლები ვალდებული არიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლობის მაძიებლად დასაქმებამდე ჩააბარონ იმ საგნის გამოცდა, რომლის სწავლებაც სურთ სკოლაში.
  • ასევე მასწავლებლობის მაძიებლად მიიჩნევა პირი, რომელიც 2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიდა სკოლაში და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული არ იყო.

მაძიებლის პროგრამაში ჩართვა ხდება მას შემდეგ, რაც მასწავლებლობის მსურველს სკოლა კონკურსის საფუძველზე შეარჩევს და დაასაქმებს სკოლაში - გაუფორმებს მაძიებლის ხელშეკრულებას. მასწავლებლობის მაძიებლის დისტანციურ პროგრამაში ჩართვა მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ხდება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაძიებლის ხელფასი გათანაბრებულია პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასთან.

მაძიებლის ანაზღაურება სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში 384,75 ლარია, პროფესიული განათლების შემთხვევაში - 431,33. თუ მას ბაკალავრის დიპლომი აქვს, 477.90 ლარი ექნება ხელფასი, მაგისტრის დიპლომის შემთხვევაში კი - 524,48 ლარი. გარდა ამისა, მაძიებელი სადამრიგებლო კლასის აყვანის შემთხვევაში დამატებით 101,25 ლარს მიიღებს.

ასევე, თუ მაძიებლად დასაქმებული დოქტორის აკადემიურ ხარისხს მოიპოვებს, მისი ანაზღაურება 571,05 ლარი გახდება, გარდა ამისა, მას უფროსის სტატუსი მიენიჭება და ხელფასზე დანამატი - 470 ლარი მიეცემა, საერთო ჯამში კი 1041,05 ლარი დაუანგარიშდება, იმ შემთხვევაში კი, თუ სადამრიგებლო კლასიც ეყოლება, ხელფასს 1142,3 ლარს მიიღებს.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება