მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში პროექტის - „ციფრული სკოლა საქართველო“ ფარგლებში საინტერესო აქტივობები ხორციელდება.
„2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრიდან ტალინის უნივერსიტეტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და "ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ამავე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სკოლებიდან ერთ-ერთი ჩვენი, სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაა. სკოლაში პროექტის - „ციფრული სკოლა საქართველო“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხორციელდება.
თავდაპირველად შეირჩა სკოლის გუნდი, რომელსაც კონსულტაციას უწევს ტრენერი მარეხი ჯელაძე. ტრენინგებზე მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ჯგუფმა სკოლაში ციფრული კულტურის განვითარებისა და ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დამკვიდრების კუთხით მუშაობა დაიწყო. თავდაპირველად, გუნდმა საკუთარი ციფრული სკოლის მზაობა შეაფასა,
განხორციელდა კვლევა, როგორც მოსწავლეებში ასევე სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგების მიერ, რომლის საფუძველზე დაიგეგმა ციფრული სტრატეგია, რათა მოხდეს სკოლაში ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვა და განათლების ხარისხის გაუმჯობესება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა მინი პროექტები: „გაუზიარე წიგნი მეგობარს“, „მოსწავლეთა უფლებები და ვალდებულებები“, ფოკუს ჯგუფებმა ონლაინ რეჟიმში Teams-ის მეშვეობით იმუშავეს მოსწავლეებთან და სხვადასხვა პროგრამების გამოყენებით შექმნეს საგანმანათლებლო თუ სასწავლო ელექტრონული რესურსები. შეიქმნა რესურსების ბანკი სკოლის პედაგოგებისათვის და დაინტერესებული პირებისათვის, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილ ბლოგზეა განთავსებული. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა დღემდე მიმდინარეობს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ბლოგი
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას