სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მხარდაჭერით საინტერესო პროექტი -„ჰაკათონი 2020“ მიმდინარეობს
14-01-2021
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლა საინტერესო პროექტშია ჩართული. „ჰაკათონი 2020“ ინოვაციური, პირველი საერთაშორისო და ასევე ეროვნული ონლაინ პროექტია. 13 დეკემბერს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც 50 მოსწავლე და მშობელი ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჰაკათონი ინიცირებული და ორგანიზებულია მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველო“- Tia Georgia-ს მიერ და ქუთაისის N17 საჯარო სკოლისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციების და ტექნოლოგიების ლაბორატორიის „ფაბლაბის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

ძვირფასო მეგობრებო, მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველო“- Tia Georgia-ს იწყებს მორიგ ინოვაციურ პირველ საერთაშორისო და ასევე ეროვნულ ონლაინ პროექტის „ჰაკათონი 2020“-ის განხორციელებას.

2020 წლის 13 დეკემბერს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც 50 მოსწავლე და მშობელი ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

შეხვედრაზე ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FABLAB-ის მენეჯერი გიორგი ჩაჩუამ და ტექნიკურმა მენეჯერი თეიმურაზ სახელაშვილმა ისაუბრეს პროექტის ინოვაციურობასა და საჭიროებაზე და საზოგადოებას დაათვალიერებიეს FABLAB-ის ლაბორატორია, შეხვედრის მონაწილეთა განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია ჰოლოგრამიდან სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლის ნინი საკანდელიძის ვირტუალურმა მისალმებამ და მიმართვამ მსოფლიო თანატოლებისადმი.

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მოსწავლემ გიორგი შუბითიძემ, რომელიც ჯერ მხოლოდ 11 წლისაა დედის - ირმა შუბითიძის დახმარებით წარმოადგინა მის მიერ დამოუკიდებლად შექმნილი ლეგოს კონსტრუქციები, სხვადასხვა რობოტი და აპლიკაცია.

სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის IT მენეჯერმა გიორგი საკანდელიძემ ისაუბრა მე-17 საჯარო სკოლის მიერ 2016 წელს პირველად განხორციელებულ სასკოლო ჰაკათონზე და ასევე საზოგადოებას შეახსენა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი „მობილური ტექნოლოგიები“, რომლის ფარგლებშიც 2017 წლიდან საქართველოს ყველა რეგიონში სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლებში, სოფლებსა და დაბებში მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა აეწყოთ სხვადასხვა ლეგოს ტიპის ასაწყობები, დაეპროგრამებინათ რობოტები, აეწყოთ „სმარტ“ რობოტები და გამოეცადათ COZMO-სა და OZMO-ს რობოტები და აპლიკაციები.

სენაკის წმიდა ალექსანდრე შუშანიას სახელობის სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ უტა კილასონისთან ერთად წარმოადგინეს მათი საინჟინრო გამოგონება მეწყერსაწინააღმდეგო ზონებისთვის, ასევე წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი სამეცნიერო სიმულაციები ფიზიკის გაკვეთილისთვის, აღსანიშნავია, რომ სწორედ მეწყერსაწინააღმდეგო

გამოგონებით მოსწავლეები მიწვეულნი იყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში NASA-ს ბაზაზე.

ჰაკათონი ინიცირებული და ორგანიზებულია მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველო“- Tia Georgia-ს მიერ და ხორციელდება სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციების და ტექნოლოგიების ლაბორატორიის „ფაბლაბის“ მხარდაჭერით.

თანამედროვე სამყაროში, კომპიუტერული და პროგრამული ტექნოლოგიებით დაინტერესებული მოსწავლეების რაოდენობა ძალიან დიდია. უმეტეს შემთხვევაში ისინი ტექნოლოგიების სფეროში მიმართავენ თვითგანათლებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად მოსწავლეთათვის ტექნოლოგიების სფეროში იშვიათად ტარდება ოლიმპიადები და კონკურსები. შესაბამისად, მოსწავლეები ვერ ახერხებენ თავიანთი იდეებზე მუშაობას და მათ რეალიზებას. პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ჰაკათონის ჩატარებით.

სასკოლო ჰაკათონი - არის მარათონი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სასკოლო ასაკის მოსწავლეებიდან შექმნილი გუნდები მუშაობენ ახალ იდეებზე, ტექნოლოგიებზე და ეჯიბრებიან ერთმანეთს.

პროექტის მიზანია: გააერთიანოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი მოსწავლეები პროგრამული, დეველოპერული, დიზაინური და საინჟინრო სამუშაოების შესრულებით.

აღნიშნული სამუშაოების შესრულებაში მოსწავლეებს დაეხმარება სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის IT მენეჯერი გიორგი საკანდელიძე, ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FABLAB-ის მენეჯერი გიორგი ჩაჩუა და ტექნიკური მენეჯერი თეიმურაზ სახელაშვილი.

სავარაუდო შედეგები: ჰაკათონში მონაწილეობას მიიღებენ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უნარ-ჩვევებისა და განსაკუთრებული იდეების მქონე მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მოხდება მათი ურთიერთდაახლოება, ქართული ენის ცოდნის დახვეწა, მოტივაციის ამაღლება, ისინი შეძლებენ თავიანთი იდეების რეალიზებას. მოწვეული სპიკერები მოსწავლეებს ჩაუტარებენ მასტერკლასებს მონაწილეთა საჭიროებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე.

მონაწილეთა ასაკი: 8-17 წელი

ჰაკათონის ოფიციალური ენა: ქართული. (საჭროების შემთხვევაში სხვა)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება