სიახლეები
სკოლები

ზემო მაჩხაანში 300 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდა
14-01-2021
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში ახალი საჯარო სკოლა აშენდა.

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა.

„თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსართულიანი შენობა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის: შენობაში დამონტაჟებულია ლიფტი, მოწყობილია პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.

ახლად აშენებულ სკოლას აქვს თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სპორტული დარბაზები, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასკაბინეტი და ბიბლიოთეკა. ასევე სკოლის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილია სარეკრეაციო სივრცე და ღია სპორტული მოედანი“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება