მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლო პერიოდში წამყვანის სტატუსი არაერთმა მასწავლებელმა მიიღო და მაშინვე გაჩნდა კითხვები დანამატთან დაკავშირებით. მას პედაგოგები იანვარიდან იღებენ, თუმცა მაინც არის მცირე გაურკვევლობა, რომელსაც შევეცდებით ამომწურავად ვუპასუხოთ - მაგალითად, თუ პედაგოგი სკოლაში ორ საგანს ასწავლის, მას ორი საგნის დანამატი მიეცემა?
საქმე ის გახლავთ, რომ თუ პედაგოგი ერთი საგნობრივი ჯგუფის ორ საგანს ასწავლის, მას სტატუსის ერთი დანამატი დაერიცხება, მაგრამ აქ აუცილებელია, 15 საათზე მეტი ჰქონდეს დატვირთვა, რადგან დანამატი სწორედ ამ შემთხვევაში გაიცემა.
რაც შეეხება სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის საგნებს - მაგალითად, ისტორიასა და ქართულს - თუ პედაგოგმა გარედაკვირვება ისტორიაში გაიარა, ამის მიუხედავად, სტატუსის დანამატი ორჯერ - ორივე საგანში დაერიცხება, ოღონდ აქაც აუცილებელი პირობა ის გახლავთ, რომ ორივე საგანში 15-15-საათიანი დატვირთვა ჰქონდეს და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, საათებს ერთ სკოლაში ივსებს თუ სხვა სკოლაშიც მუშობს პარალელურად.
ასე რომ, სტატუსის დანამატს ორჯერ მიიღებს მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის 2 საგანს ასწავლის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.