მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ განაცხადა, რომ მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით ორშაბათიდან ისარგებლებენ.
„განათლების სამინისტრომ ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სამ მობილურ პროვაიდერ კომპანიასთან. დღეს ორ საათიდან შეძლებენ მასწავლებლები და მოსწავლეები სამინისტროს საიტზე დარეგისტრირებას, ხოლო შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას ორშაბათიდან შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები შეძლებენ.
განათლების სისტემის ექსპერტებმა დათვალეს ის რაოდენობა მეგაბაიტების, რაც სასწავლო მიზენისთვის საკმარისი იქნება. ერთი თვის განმავლობაში 20 გეგაბაიტი შეფასდა 10 ლარად",- აღნიშნა დგებუაძემ.
mobile.emis.ge - ასე ჰქვია საიტს, სადაც დარეგისტრირებას დღეს, 2 საათიდან შეძლებთ. შესაბამისად, მასწავლებლები და მოსწავლეები 20 გეგაბაიტს 10 ლარად შეიძენთ.
პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIშ) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. „დისტანციური სწავლების“ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე.
სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს 2 500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცემათ.
იხილეთ:
ინსტრუქცია პედაგოგებს და მოსწავლეებს ინტერნეტ პაკეტის მისაღებად - ვის უნდა მიმართოთ თუ რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებთ?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
„ჩვენ ალბათ ვერ ვხვდებით, რომ უკვე მომავლის სკოლაში ვართ...“
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ნატო ნანავა
„ვცდილობთ, სასკოლო აქტივობები ისე დავგეგმოთ, დროის გამოწვევებსაც ვუპასუხოთ, ბავშვებიც არ გადავღალოთ“...