სიახლეები
სიახლეები

დგებუაძე არ გამორიცხავს, სკოლებმა შენიშვნა მიიღონ - „ყურადღებით არ მოუსმინეს სამინისტროს ინსტრუქციებს ელექტრონულ ჟურნალზე“
15-01-2021
-
+


განათლების სამინისტრო უკმაყოფილოა იმ სკოლებით, რომლებმაც უწყების რეკომენდაცია და გაფრთხილება თავიდანვე არ გაითვალისწინეს, რის გამოც ელექტრონული ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემების შესახვანად ვადის გახანგრძლივება გახდა საჭირო.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ აღნიშნა, ძალიან ცუდია რომ სკოლებმა, ყურადღებით არ მოუსმინეს  ინსტრუქციებს.

„ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ, რომ ეს არის გარდამავალი პერიოდი, დისტანციური სწავლების პერიოდში ელექტრონული ჟურნალი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გარდამავალ პერიოდში, დღეს, სკოლებს ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ თუ ვერ უზრუნველყოფენ ელექტრონული ჟურნალის გამართულ მუშაობას, ასევე გამოიყენონ ჟურნალი, რომელიც არის ნაბეჭდი სახით.

ერთის მხრივ, ძალიან ცუდია რომ სკოლებმა, ყურადღებით არ მოუსმინეს იმ ინსტრუქციებს, რომლებიც გასცა განათლების სამინისტრომ და სწორედ ის სკოლები დარჩა ღია და  ვერ მოასწრო ამ ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ჩვენ მათ გავუხანგრძლივეთ დღეები და დღეს დღის ბოლომდე აქვთ ვადა. მაგრამ ისევ და ისევ მოსწავლეების განათლების უფლების დაცვის მიზნით, ვაძლევთ იმის უფლებას, რომ თუ ვერ შეძლებენ ელექტრონულ ჟურნალში შესაბამისი ნიშნების ასახვას და დაჯამებას, მაშინ პრიორიტეტს მივანიჭებთ მატერიალურ ჟურნალს“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

მიიღებენ თუ არა ეს სკოლები სამინისტროსგან გარკვეული სახის შენიშვნას ან გაფრთხილებას - მინისტრის მოადგილე გვპასუხობს, რომ მიიღებენ, თუმცა აღნიშნულზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„დიახ ექნებათ, თუმცა ჯერ ამაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია და წინასწარ ვერ ვიტყვი. თუცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის გარდამავალი პერიოდი. თვითონ სკოლაც ეჩვევა იმას თუ როგორ გამოიყენოს ელექტრონული ჟურნალი და ეს იქნება მათთვის ძალიან კარგი მაგალითი, რომ თურმე საჭიროა ელ.ჟურნალის გამოყენება, რადგან მეორე სემესტრის შემდგომ მათ კვლავ მოუწევთ იგივე გზის გავა.

მეორე სემესტრისთვის იგივე ფორმატით იქნება სავალდებულო როგორც ახლა იყო. თუმცა იქნება მატერიალური ჟურნალიც. კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ეს არის გარდამავალი პერიოდი, რომ მომდევნო 2021-2022 სასწავლო წლისთვის მომზადებული დახვდნენ სკოლები იმას რომ გამართულად გამოიყენონ ეს რესურსი“, - აღნიშნავს დგებუაძე.

გარდა იმისა, რომ სკოლებმა რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს, ჩვენ ვხედავდით, რომ სისტემას არაერთი ხარვეზი ჰქონდა - კითხვაზე: ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ თავის მხრივ სამინისტროსაც არ ჰქონდა ბოლომდე მოწესრიგებული ელექტრონული ფორმატი, ეკა დგებუაძე გვპასუხობს:

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის გარდამავალი პერიოდი. ჩვენ მოგვიწია გარკვეული ველების ჩამატება გამოცდილებამაც გვიჩვენა ცვლილებების აუცილებლობა და ორივე მხარე ვმუშაობთ. შენიშვნებზე აქ არ არის საუბარი. აქ არის ორივე მხარე რომელიც გამოცდილების საფუძველზე გამართავს როგორც ელექტრონულ სისტემას ისე, მასწავლებელი გამოიმუშავებს იმ უნარს, როგორ შეავსოს ელექტრონული ჟურნალი“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

მასწავლებლის სახლის თანამშრომლებმა 300 ათას ლარამდე პრემია აიღეს - 2024 წლის მონაცემები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა

საბუეს საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა

„ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს ვასწავლოთ, რომ დედამიწა ჩვენი სახლია“, - გუდაურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა

ლასურიაშის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ინიციატივით ახალი სკვერი მოეწყობა -  მრავალფეროვანი აქტივობები დედამიწის დღის აღსანიშნავად
 
საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება