სიახლეები
სიახლეები

გაიცანით შუშანიკ ზუმაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი
15-01-2021
-
+


შუშანიკ ზუმაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამის წარმატებული სტუდენტია.

მიზანდასახულმა და აქტიურმა ახალგაზრდამ საჯარო სკოლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში დაამთავრა. ოქროსმედალოსანი გოგონა პატარაობიდანვე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სასკოლო კონკურსსა და ოლიმპიადაში. გარდა სასკოლო აქტივობებისა, შუშანიკი კლასგარეშე პროექტებითაც ინტერესდებოდა. 2018 წელს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, რომელიც კაპლანის ინგლისური ენის საერთაშორისო ბანაკთან თანამშრომლობით ხორციელდებოდა, წარმატებით გაიარა ინგლისური ენის რამდენიმეეტაპიანი ტესტი და მოხვდა 6 საუკეთესო მონაწილეს შორის. გოგონა თანატოლებთან ერთად ბრიტანეთში, ქალაქ ბათში, კაპლანის ინგლისური ენის საერთაშორისო ბანაკში ორი კვირით გაემგზავრა. ეს მისთვის  ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო, რომელიც დაეხმარა არამარტო ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებაში, არამედ კომუნიკაციისა და ორიენტაციის უნარების დახვეწაში, ბრიტანული კულტურის უკეთ გაცნობაში. ვიზიტის ფარგლებში მოინახულა ლონდონი, ოქსფორდი, ბრისტოლი თავიანთი ღირსშესანიშნაობებით და, რა თქმა უნდა, ბათი. სკოლის ბოლო საფეხურზე მონაწილეობა მიიღო ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, რომლის წყალობითაც 2019 წელს ბაქსვუდის ორკვირიან საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა.

შუშანიკი სკოლის პერიოდში განსაკუთრებულ ინტერესს მათემატიკური მეცნიერების, ხაზვისა და სახვითი ხელოვნების მიმართ იჩენდა, ამიტომაც გადაწყვეტილი ჰქონდა უმაღლესი განათლება სამხატვრო აკადემიაში არქიტეტურის მიმართულებით მიეღო. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას პირველ პუნქტად, სწორედ, არქიტექტურა მიუთითა, თუმცა იმ პერიოდში დედამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ტელევიზიით შეიტყო და მომავალ სტუდენტს უნივერსიტეტით დაინტერესება სთხოვა. დედის რჩევა გაითვალისწინა და ინტერნეტ სივრცეში KIU-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიძია. ყველაზე მეტად აბიურიენტის ყურადღება KIU-ს შესაძლებლობებმა მიიქცია. გამოცდებამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყვეტილება შეცვალა და სიის პირველ ნომრად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიუთითა. გონიერ ახალგაზრდას საკუთარი მიზნების სისრულეში მოყვანა არ გაუჭირდა. ეროვნულ გამოცდებში მიღებული უმაღლესი შედეგით KIU-ს მენეჯმენტის სკოლაში ჩაირიცხა. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ დარწმუნდა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში და, როგორც თავად ამბობს, ეს იყო მის მიერ გადადგმული ერთ-ერთი საუკეთესო ნაბიჯი ცხოვრებაში.

„KIU-მ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გვთავაზობს არამარტო საერთაშორისო დონის უმაღლეს განათლებას, გაცვლით პროგრამებს და სტაჟირებას, არამედ მატერიალურ და ფინანსურ ხელშეწყობას. KIU-ს შიდა გრანტების ფონდის წყალობით, მე ვსწავლობ და ვცხოვრობ კამპუსზე ფაქტობრივად უფასოდ და მერიცხება სტიპენდიაც. ეს ჩემთვის პრიორიტეტია და მოტივაციას მაძლევს ვისწავლო კარგად. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოიცავს, როგორც სასწავლო, ისე საცხოვრებელ გარემოს. KIU უზრუნველყოფს სტუდენტურ ცხოვრებასა და დამოუკიდებლობასთან შეჩვევის მაქსიმალურ ხელშეწყობას. ონლაინ სწავლების პირობებშიც კი სასწავლო პროცესი მაქსიმალურად გამართულია. პროგრამა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, გვყავს უცხოელი პროფესორები, ასევე, გვიტარდება ინგლისური ენის დამატებითი ლექციები, რომლებსაც ბრიტანეთის საბჭოს გამოცდილი პედაგოგები უძღვებიან.  გვაქვს შესაძლებლობა ვისარგებლოთ გაცვლითი პროგრამებით სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში. გვიტარდება პრაქტიკული სამუშაოები, რაც გვეხმარება მასალის საფუძვლიანად შესწავლასა და  უნარების განვითარებაში. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი მენეჯმენტის ხუთი მიმართულებიდან რომელს ავირჩევ. KIU უამრავ შესაძლებლობას იძლევა კარგი განათლების მისაღებად. მაინორად ვაპირებ კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლას, რადგან ჩემთვის საინტერესოა და ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროფესიაც. 

დარწმუნებული ვარ, KIU-ს დახმარებით ჩემს სფეროში საუკეთესო განათლებას მივიღებ, რაც დასაქმების პერსპექტივას ერთიორად გაზრდის.“ - შუშანიკ ზუმაძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა(KIU) პირველი სტუდენტები ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. პირველ წელს 1112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი გამხდარიყო KIU-ს სტუდენტი, ხოლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი 245-მა ახალგაზრდამ გადალახა.
KIU  ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება