სიახლეები
საინტერესო

ექიმებმა გაარკვიეს, რაზეა დამოკიდებული კორონავირუსული დაავადების სიმძიმე
13-02-2021
-
+


ესპანეთის კიბოს კვლევის ეროვნული ცენტრის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კორონავირუსული ინფექციის სიმძიმე დამოკიდებულია ტელომერების სიგრძეზე - ქრომოსომების დამაბოლოვებელ უბნებზე. ამის შესახებ პორტალი Cnio წერს.

მეცნიერთა აზრით, ვირუსული ინფექციის ერთ-ერთი შედეგია ტელომერების დამოკლება, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის ფილტვის ქსოვილის რეგენერაციას და ზოგიერთ პაციენტს უფრო ხანგრძლივ გართულებებს უქმნის.

„ჩვეულებრივ ტელომერების სიგრძე მცირდება დაბერებასთან ერთად, მაგრამ COVID-19-ის მძიმე ფორმების დროს ასეთი ტენდენცია ​ასაკისგან დამოუკიდებლად ფიქსირდება. კვლევისას გაირკვა, რომ ტელომერები გაცილებით მოკლე ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომელთაც COVID-19 ყველაზე მძიმე ფორმით გადაიტანეს. ამასთან დაავადებულთა ასაკი ამ კანონზომიერებაზე არანაირ გავლენას არ ახდენდა“,- ნათქვამია კვლევაში.

ტელომერების სიგრძეს მეცნიერები ჩვეულებრივ დაბერებას უკავშირებენ, რადგან ყოველ ჯერზე უჯრედის გაყოფისას ტელომერები მოკლდება და თანდათანობით უჯრედი ზიანდება და გაყოფას წყვეტს. შედეგად, უჯრედების გაყოფის დარღვევას მივყავართ დაბერებამდე. 

„ახალი დასკვნები შეესაბამება უფრო ადრეულ კვლევებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ ფილტვის ფიბროზის ერთ-ერთი მიზეზი (მათ შორის COVID-19 დამახასიათებელი) არის ფილტვების ქსოვილის რეგენერაციაში ჩართული უჯრედების ტელომერების დაზიანება. ამ უჯრედებს II ტიპის პნევმოციტებს უწოდებენ და სწორედ მათ იყენებს SARS-CoV-2 ფილტვების ინფიცირებისთვის“, -აცხადებენ ექსპერტები.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

კონკურსი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება