მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, იმ სკოლებში, სადაც სწავლა 18 იანვარს არადისტანციურ რეჟიმში დაიწყება, მოსწავლეების ტრანსპორტირება აღდგება. ასევე სკოლებმა თავად უნდა უზრუნველყონ მასწავლებლების ტრანსპორტირებაც.
„განათლების სამინისტრომ იმუშავა და თითოეული მუნიციპალიტეტიდან გვაქვს ინფორმაცია, უნდა ითქვას ის, რომ ჯერ კიდევ მუნიციპალიტეტებშიც არსებობს იმის საშიშროება, რომ გამოვლინდეს კოვიდინფექცია და ამან ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, ვთქვათ, შესაძლებელია, ეს იყოს სკოლის მასწავლებელი, მოსწავლე ან ტექნიკური პერსონალი, ამ შემთხვევაში, შემუშავებული გვაქვს რეკომენდაციები - ერთის მხრივ სკოლამ უნდა მიმართოს ჯანდაცვის ადგილობრივ ცენტრებს და სწორედ მათი რეკომენდაციის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულება ან კონკრეტული საკლასო ოთახი გადავა დისტანციურ რეჟიმზე.
ორშაბათიდან მოსწავლეების ტრანსპორტირება აღდგება, ასევე, მასწავლებლებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული გამოწვევები, ამ შემთხვევაშიც გვაქვს დაშვება. სკოლები თავად მიიღებენ საჭირო ზომებს - შეუძლიათ, დაიქირავონ ან დააფინანსონ ტრანსპორტირება. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება ამ ყველაფრის ორგანიზება, ასევე მშობელს აქვს შიში, მის შვილს არ დაემართოს ვირუსი, სკოლამ უნდა მიმართოს განათლების სამინისტროს, რის საფუძველზეც, ჩვენ გადავიყვანთ სკოლას დისტანციურ სწავლებაზე", - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეყნის მასშტაბით 1 თებერვლამდე არ აღდგება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა