სიახლეები
სიახლეები

„სკოლამ დანამატი მისცეს მასწავლებელს“ - რა მითითებები აქვს მიღებული სამინისტროსგან სკოლებს ტრანსპორტირებაზე
18-01-2021
-
+


მეორე სემესტრში დისტანციური და დასწრებითი ფორმატით სწავლის დაწყებამ საფიქრალი გაუჩინა იმ მასწავლებლებს, რომლებიც ერთდროულად ორ სკოლაში ასწავლიან და გადასაადგილებლად ტრანსპორტი ჭირდებად.

მაგალითად, ერთ-ერთი პედაგოგი თბილისის საჯარო სკოლაშიც ასწავლის და დმანისში, თუმცა იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს პრობლემის წინაშეა, რადგან არ იცის როგორ იაროს თბილისიდან დმანისში. მსგავსი პრობლემა საქართველოში არაერთ პედაგოგს აქვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციები გადაუგზავნა. როგორ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძე ამბობს, სკოლებს შეუძლიათ დამატებითი თანხა გამოუწერონ მასწავლებლებს ან სკოლამ ტრანსპორტი დაიქირავოს.

„განათლების სამინისტრომ ვრცელი რეკომენდაციები მოამზადა და ყველა ეს რეკომენდაციის დოკუმენტი ყველა სკოლისთვის არის გადაგზავნილი. დოკუმენტში სამინისტროს სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობს სკოლებს თუ როგორ უნდა გადაჭრას სკოლამ არსებული პრობლემა. სკოლას ეძლევა შესაძლებლობა, რომ თავად დაიქირაოს ტრანსპორტი, ან დანამატი მისცეს მასწავლებელს.

განათლების სამინისტრო აფიქსირებს, ასევე, რომ ტრანსპორტის დაქირავების შემთხვევაში თუ სკოლას გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს, სამინისტრო ამ მიმართულებითაც დაეხმარება და დამატებით დაფინანსებას ჩაურიცხავს. შესაბამისად, განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, როგორც მოსწავლისთვის, ისე მასწავლებლისთვის ჩვენ სკოლებს გამოსავალი და პრობლემის გადაჭრის გზები შევთავაზეთ“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

იხილეთ ასევე: სკოლებს ხარჯი ეზრდებათ? - განათლების სამინისტროს დავალება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა

საბუეს საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა
 
საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება