მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ შეზღუდვების გახსნის პროცედურები უნდა დაიწყოს განათლების სექტორმა.
როდის დაუბრუნდებიან დიდი ქალაქების მოსწავლეები სკოლებს, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხისგან გამყრელიძემ თავი შეიკავა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად, მოიხსნება, ეპიდსიტუაციის მკაცრი კონტროლის ფონზე.
სკოლების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილმ, თამარ გაბუნიამაც ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა: „მნიშვნელოვანია სკოლებში სასწავლო პროცესის დროულად აღდგენა; იმ სკოლებში კი, სადაც საკლასო ოთახებში დაიწყო მეორე სემესტრი, მთავარია, დავიცვათ რეკომენდაციები, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა.
პირბადე არის მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც შესაძლოა სრულიად გამოგვიყვანოს არსებული მდგომარეობიდდან და შემდეგ უკვე, დიდ ქალაქებში, იმედია, დროულად გვექნება საუბარი საკლაო ოთახებში დაბრუნებაზე“.
საკლასო ოთახებში მოსწავლეთა დაბრუნების შესახებ ისაუბრა განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემაც და გამოთქვა მოლოდინი, რომ სემესტრის ბოლომდე საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება:
„მიუხედავად ყველა იმ ძალისხმევისა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით, ჩვენი მაღალი მოლოდინია, სკოლებში დაბრუნდნენ მოსწავლეები და იმედს ვიტოვებ, რომ სტატისტიკა და ვაქცინა მოგვცემს მოტივაციას, ჩვენი ყველა მოსწავლე - პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს სკოლაში“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა