სიახლეები
სიახლეები

წამყვანებისა და მენტორების გაზრდილი ვალდებულებები - „შეუსრულებელი მისია“ მასწავლებლებისთვის
28-01-2021
-
+


სტატუსიან მასწავლებლებს სავალდებულო ტრენინგების გავლა რომ უწევთ, სიახლე არავისთვისაა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მხოლოდ ეს ვალდებულება არ გააჩნიათ და განათლების მინისტრის N # 67/ბრძანების მიხედვით, წამყვან პედაგოგებს  8 ვალდებულება და 22 კომპეტენცია აქვთ დასაკმაყოფილებელი, მენტორებმა კი სამი ვალდებულება და 9 კომპეტენცია უნდა დააკმაყოფილონ.

Etaloni.ge გაგაცნობთ, რას ავალდებულებს სქემა პედაგოგებს.

წამყვანი მასწავლებლის 8 ვალდებულება:

1. ზრუნვა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე: კოლეგების დახმარება მათი საჭიროებების განსაზღვრაში, პროფესიული განვითარების აქტივობების/სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში;

საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების გაწევა ტუტორებისთვის/პრაქტიკის ხელმძღვანელებისთვის ან მათი ფუნქციების შესრულება;

2. ზოგადი განათლების სისტემის ფართო ხედვა. ზოგადად განათლების სფეროსა და სასკოლო სისტემებში მიმდინარე მოვლენების, თანამედროვე პროფესიული ლიტერატურისა და საგანმანათლებლო კვლევების ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე გაცნობა. მიღებული გამოცდილების გამოყენება საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში და მისი გაზიარება კოლეგებისთვის;

3. სკოლის/ადგილობრივი საზოგადოების(თემის) საჭიროების კვლევების ჩატარება და მიგნებების გამოყენება სკოლის/თემის განვითარების მიზნით;

4. ეროვნულ დონეზე კონტაქტების დამყარება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად;

5. სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, კომუნიკაციის დამყარება და თანამშრომლობა მესამე პირებთან;

6. სოციალურ აქტივობების ინიცირება და მონაწილეობა  სასკოლო/სკოლათშორის/სათემო პროექტებში პროექტებში;

7. მოსწავლეთა პროფორიენტაციის ხელშეწყობა;

8. სხვათა თანამონაწილეობით/ჩართულობით დემოკრატიული კულტურის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული უნარების, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება.

მენტორი მასწავლებლის 3 ვალდებულება:

1. მასწავლებელთა საჭიროებებისდადგენა და მათი  გათვალისწინებით სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ერთიანი სტრატეგიის დაგეგმვა;

2. ეროვნულ დონეზე ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;

3. საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება