მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების შესწავლის შემდეგ შემოქმედებითი პროექტი განახორციელეს.
სკოლის პროგრესული, აქტუალური, პროფესიონალი ქალბატონი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნონა მამრიკიშვილი საინტერესო საგაკვეთილო აქტივობებზე გვესაუბრება.
„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად, მოზარდი უნდა იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე, უნდა შეძლოს ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი, მეც ვცდილობ, ამ უნარების განვითარებას მოსწავლეებში თითოეულ გაკვეთილზე მეტი დრო დავუთმო, ამის დასტური გახლდათ შემოქმედებითი პროექტი, რომელიც მე-7 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების შესწავლის შემდეგ, ბავშვებმა საინტერესოდ ისაუბრეს შესწავლილ იგავ-არაკთა მორალზე, გაკვეთილებზე მიღებულმა დაუვიწყარმა შთაბეჭდილებებმა, ჩრდილების თეატრის სპეციფიკით დაინტერესებამ და მისმა შესწავლამ ისინი შთააგონა, რომ წარმოედგინათ თოჯინებისა და ჩრდილების თეატრი, განესახიერებინათ როლები, შეექმნათ კომიქსები, რაც, ვფიქრობ, საუკეთესოდ გამოუვიდათ...
გთავაზობთ მარიამ სარიშვილის, ლუკა თუთბერიძის, მარიამ შვანგირაძის, ქრისტინე ხაჭაპურიძის, მარიამ ასათიანის, ნინო ჩიხლაძის, გიორგი ძნელაძის, ნატა თევზაძის, ნინი კოჩაძის, მარიამ ასათიანის, მარიამ ჭელიძის ნამუშევრებს“,- აღნიშნავს ნონა მამრიკიშვილი.
იხილეთ ფოტო და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას