მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში კონკურსი - „სხვა სამყარო ჩემი“ გრძელდება.
„კონკურსმა თავისი არსებობა დაიწყო 2020 წლის მარტში, მაშინ, როდესაც პირველად გადავედით დისტანციურ სწავლებაზე და ჩვენი პასუხისმგებლობა მოსწავლეების მიმართ ერთიორად გაიზარდა. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ თავისი ჰობი და სხვადსხვა უნარები გაეცნოთ სასკოლო საზოგადოებისათვის და დროც საინტერესოდ გაეტარებინათ არა კომპიუტერთან, არამედ თავის საყვარელ სამყაროში.
დისტანციური სწავლების დროს და მით უმეტეს პანდემიის პირობებში, როდესაც ცოტაა სოციალურ -კულტურული, სპორტული და სხვა აქტივობები, ასევე ერთმანეთთან კონტაქტი, ბავშვების გასახალისებლად, იმისთვის, რომ მათ ჰქონოდათ უწყვეტი კავშირი სკოლასთან და ერთმანეთთან, საინტერესოდ დაეგეგმათ დრო, სკოლამ მოსწავლეებს კრეატიული და სახალისო დისტანციური აქტივობები შესთავაზა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებმა და მშობლებმა დიდი დაინტერესება გამოიჩინეს პროექტის მიმართ. კონკურსში ჩართული იყო ყველა საფეხურის მოსწავლეები და ზოგჯერ მათი მშობლებიც კი.
ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება გახდა უფრო შინაარსიანი, კრეატიული, სხვა კუთხიდან გაიცნეს ერთმანეთი, რადგანაც ისინი მუშაობდნენ მათთვის საინტერესო სფეროში. ეს იქნებოდა პოეზია, სახვითი ხელოვნება, სხვადსხვა ნივთების დამზადება, წიგნების წაკითხვა, ქსოვა, ქარგვა, კერვა, დეკლამატორობა და ყველაფერი რაც მატ აინტერესებდათ და უყვარდათ. გამარჯვებული მოსწავლეები (11 მოსწ.) დავაჯილდოვეთ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
რადგანაც დიდია კონკურსით დაინტერესება, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ კონკურსს დასწრებით და დისტანციურ რეჟიმში, შემდეგ ნომინაციებში:
1.„აქტიური მკითხველი“ ;
2.„ხელმარჯვე ოსტატი“;
3.„ნიჭიერი ხელოვანი“;
4.„ნიჭიერი დეკლამატორი“.
მოსწავლეების ნამუშევრები, პერმანენტულად გამოქვეყნდება სკოლის სოციალურ გვერდზე, ფოტოს ან ვიდეორგოლის საშუალებით. ნამუშევრების შეჯამება მოხდება 2021 წლის სექტემბრის თვეში და ისე როგორც 2020 წელს, ასევე გვეყოლება 2021 წლის ნომინანტები, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მოსწავლეების გონებრივ და სულიერ განვითარებაზე“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას