სიახლეები
სკოლები

„გაფრინდით მაშინ, როდესაც მთელი სამყარო გეწინააღმდეგებათ!“ - გაეცანით კერძო სკოლა „სხივის“ მასწავლებლის ანანო კარტოზიას სტატიას
18-01-2021
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანანო კარტოზიამ სტატია - „გაფრინდით მაშინ, როდესაც მთელი სამყარო გეწინააღმდეგებათ!“ დაწერა. 

გთავაზობთ პედაგოგის სტატიას:

„გაფრინდით მაშინ, როდესაც მთელი სამყარო გეწინააღმდეგებათ!“

ხშირად, ბავშვი სკოლის მერხთან იმიტომ აღმოჩნდება, რომ მის მშობელს არ სურს იერარქიული კიბის დარღვევა და სკოლის საფეხურის გამოტოვება. არ აქვს გაცნობიერებული, რომ სკოლა ადამიანის სოციალურ-კულტურული განვითარების ადგილი და საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც ბავშვს აზიარებს სამყაროს დიდ
საიდუმლოებებს.

თითოეული საგანი, რომელიც კონკრეტულ საფეხურზე ისწავლება, ახალი გასაღებია საიდუმლოს ამოსახსნელად და რა საინტერესოა როდესაც ბავშვი მასწავლებლის რჩევა-დარიგებების გათვალისწინების შემდეგ ამ საიდუმლო კარებს ხსნის და აღმოაჩენს იმ მრავალ საიდუმლო ცოდნას, რომელსაც აქამდე ვერ წვდებოდა. რა საინტერესოა სამყაროს მას შემდეგ, რაც იცი, რომ შენ მისი ნაწილი ხარ და ისევე შეგიძლია მასზე
ზემოქმედება, როგორც შენზე უფროსებს, განათლებულებს... როდესაც იცი, რომ ხშირად არა მისი ნაწილი, არამედ თავად სამყარო ხდები და შეგიძლია იყო ცენტრი ყველაფრისთვის შენს გარშემო...

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სკოლიდან უნდა წაიღოს ბავშვმა, გარდა აკადემიური განათლებისა, არის უნარები, რომელიც მას გამოადგება დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე. ეს არის ღირებულებები, ფასეულობები, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. სკოლამ მოსწავლეს უნდა მისცეს ინფორმაციის მოძიებისა და
დახარისხების უნარი. ასევე გარემოს დაცვის მოფრთხილების უნარ- ჩვევები და ის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომელიც მნიშვნელოვანია XXI საუკუნის ადამიანისთვის.

ხშირად ვახსენებთ ღირებულებებს, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?

ჩემი მასწავლებელი, ხშირად, გვეუბნებოდა, რომ „ქულა არაფერია, ქულას ყველა მიიღებს, მთავარია ადამიანები გაიზარდოთ“. გაიარა წლებმა და ახლა, განსაკუთრებით ვაფასებ ამ სიტყვებს, ახლა მეც იგივეს ვუმეორებ ჩემს მოსწავლეებს. ვეუბნები მათ, რომ მინდა პატიოსან, გულკეთილ და ალალ ადამიანებად გაიზარდონ. მინდა, რომ წლების შემდეგ, როდესაც მათ შევხვდები, ვიამაყო და თამამად ვთქვა, რომ ისინი ჩემს ფრთებქვეშ დაფრთიანდნენ. ბავშვები, გაუცნობიერებლად, ჩვენგან მოითხოვენ, რომ მასლოუს პირამიდის მაღალ საფეხურებს ვაზიაროთ. მათ ხომ, უკვე, დაკმაყოფილებული აქვთ ფიზიოლოგიური და
უსაფრთხოების მოთხოვნილება, ჯერი დგება მათ სოციალიზაციაზე, პატივისცემისა და თვითგამოხატვის მოთხოვნილებებზე.

ჩვენი ვალია, მათ აღმოვაჩენინოთ საკუთარ თავში პიროვნება, რომელიც იმსახურებს პატივისცემასა და სიყვარულს გარშემო მყოფებისგან!

ჩვენ მათ ფრთები უნდა შევასხათ, ფრენა ვასწავლოთ, საით გაფრინდებიან, მათი არჩევანია!

„არსებობს სრულყოფილება და კიდევ ასი სიცოცხლეა საჭირო, მანამ დავრწმუნდებით, რომ ცხოვრების აზრი ისაა, ამ სრულყოფილებას მივაღწიოთ და შემდეგ სხვებს გავუზიაროთ“.

იყავით ჯონათან ლივინგსტონები, გაფრინდით მაშინ, როდესაც მთელი სამყარო გეწინააღმდეგებათ! ნუ შეწყვეტთ ბრძოლას განვითარებისთვის, ნუ დაიწყებთ უკუსვლას! თქვენ გაქვთ უფლება და შესაძლებლობა, რომ იყოთ საუკეთესოები. თქვენ გმირები ხართ!“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანანო კარტოზია.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება