მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს როდესაც მეორე სემესტრი დაიწყო, უფრო მწვავედ დადგა საკლასო ოთახებში დიდი ქალაქების მოსწავლეთა დაბრუნების საკითხი. უახლოეს მომავალში თუ არის მოსალოდნელი, ეტაპობრივად დაიწყოს სწავლა საკლასო ოთახებში დიდ ქალაქებში? - ამ საკითხზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა:
„ჩვენი მაღალი მოლოდინია, თითოეული მოსწავლე დაუბრუნდეს საკლასო ოთახს. დამოკიდებულნი ვართ იმ დინამიკაზე, რომელიც ეპიდვითარებიდან გამომდინარე არსებობს. მოლოდინი არის და ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოქალაქეების მაღლ პასუხისმგებლობაზე - რეკომენდაციების დაცვა ჯამში გვაძლევს იმედს, ეპიდსიტუაცია გამოსწორდეს.
მოსწავლეების სკოლებში დაბრუნების მოლოდინი მაღალია, მზაობა არსებობს როგორც სამინისტრის, ისე თითოეული სკოლის მხრიდან. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, სკოლებთან... ვსაუბრობთ, რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატარონ და თუ მიიღებს საბჭო გადაწყვეტილებას, განათლების სამინისტრო მზადაა, თითოეულ მოსწავლეს საგანმანათლებლო დაწესებულების კარი გაუღოს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია
ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია