სიახლეები
სიახლეები

20 იანვარს საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველების რეგისტრაცია იწყება - საჭირო დოკუმენტაცია და ტესტების ნიმუშები
19-01-2021
-
+


საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება. 20 იანვრის  09:00-დან  პირველი თებერვლის 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა, უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ასევე რეგიონებში - საგანამნათლებლო რესურსცენტრებს, სადაც შეძლებენ განცხადების შევსებას; განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge. 

განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე აუცილებელია ერთვოდეს:

გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

განაცხადის ფორმა

გამოცდაში მონაწილეობა საქართველოს იმ  მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).

გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება პირველ თებერვლამდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება. 

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  1. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  2. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  3. „საქართველოს ბანკის“  სერვისცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  5. OPPA.ge-ს თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
გამოცდაში მონაწილე ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს იმ სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები  და სხვ.), რომელიც ცენტრის მხრიდან მოითხოვს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს/პირობების შექმნას. ამისათვის მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში პირველი თებერვლის 18:00 საათამდე. თუკი დადგენილ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი   სამედიცინო ცნობა, ცენტრი გამოცდის მიმდინარეობისას არ გაითვალისწინებს აპლიკანტის სპეციალურ საჭიროებებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა  აღნიშნული საჭიროება აპლიკანტს რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოეშვება

ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.

ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშები

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან:

წაკითხულის გააზრება - 7 დავალება;

ლოგიკური მსჯელობა - 7 დავალება;

რაოდენობრივი მსჯელობა - 7 დავალება.

გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებლად გექნებათ 15 დავალება.

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. 

გამოცდის თარიღისა და ჩატარების ადგილის თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ვებგვერდზე:  naec.ge.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

მასწავლებლის სახლის თანამშრომლებმა 300 ათას ლარამდე პრემია აიღეს - 2024 წლის მონაცემები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა

საბუეს საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა

„ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს ვასწავლოთ, რომ დედამიწა ჩვენი სახლია“, - გუდაურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა

პროექტს უხელმძღვანელა მუსიკის პედაგოგმა, ია ხურცილავამ
 

შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება