სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელთა გაზრდილი ხელფასი და ანაზღაურების გამოთვლა სტატუსის მიხედვით ბრძანებით განისაზღვრა
19-01-2021
-
+


საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების წესში ცვლილება შევიდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, კანონში უკვე აისახა ცვლილება, რომლის მიხედვითაც უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგები გაზრდილ დანამატს მიიღებენ. ბრძანებაში სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლის ანაზღაურებისა და მისი გამოთვლის წესიც განისაზღვრა.

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

უფროსი მასწავლებლისთვის განისაზღვრება 570 ლარით;
წამყვანი მასწავლებლისთვის განისაზღვრება 950 ლარით;
მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის განისაზღვრება 1250 ლარით.

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

ა) უფროსი სპეციალური მასწავლებლისთვის განისაზღვრება 570 ლარით;
ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის განისაზღვრება 950 ლარით;

ბრძანება განსაზღვრავს, უფროსი სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზებს:

ა) რომელსაც აქვს:

ა.ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;

ა.ბ) 4-წლიანი სამუშაო სტაჟი;

ბ) რომელიც არის კლასის დამრიგებელი;
გ) ასწავლის ორ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს.

სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების გზაა:

ა)  დანართი №1, სადაც მოცემულია 0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 524,48 ლარს);
ბ) დანართი №4, სადაც მოცემულია კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 101.25 ლარს);
გ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის დანამატი 420.0 ლარს.
დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (524.48 +101.25+420=1045,73 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 1045.73 ლარს.

  1. აღნიშნული სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლა ასევე შეიძლება შემდეგი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში შესაბამის დანართებში მოცემული კოეფიციენტების გამოყენებით უნდა შესრულდეს მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:
ა) 405*1,1+405*1,1*0,15+405*0,2*0,15=524.48 ლარი (დანართი №1);
ბ) 524.48+420=944.48 ლარი
გ) 405*0,25=101.25 ლარი (დანართი №4);
დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 944.48 +101.25=1045.73 ლარი.

იხილეთ ასევე: უფროსს - 550, წამყვანს - 950 - ხელფასი გაეზრდებათ და სტატუსისა და ბავშვების რაოდენობით მიიღებენ ანაზღაურებას სპეცმასწავლებლები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

მასწავლებლის სახლის თანამშრომლებმა 300 ათას ლარამდე პრემია აიღეს - 2024 წლის მონაცემები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა

საბუეს საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა

„ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს ვასწავლოთ, რომ დედამიწა ჩვენი სახლია“, - გუდაურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა

ლასურიაშის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ინიციატივით ახალი სკვერი მოეწყობა -  მრავალფეროვანი აქტივობები დედამიწის დღის აღსანიშნავად
 
საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება