სიახლეები
სიახლეები

„მასწავლებელი ვარ, ოჯახში ორი მოსწავლეა, 30 ლარი უნდა გადავიხადოთ“ - მრავალშვილიან ოჯახებს შეღავათიანი პაკეტი ხარჯს უზრდის
20-01-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 1700-მდე სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახებში დაიწყო, თუმცა დიდ ქალაქებში - თბილისში,  რუსთავში გორში, ფოთში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ქუთაისში, მარნეულსა და გარდაბანში სწავლა ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს; მოქმედებს ასევე წერტილოვანი შეზღუდვები და სწორედ ამიტომ, სწავლის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების სამინისტრომ და კომპანიებმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეღავათიანი ინტერნეტ-პაკეტი შესთავაზეს - 20 GB 10 ლარად.

ეს მართლაც დიდი შეღავათია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ პროვაიდერებმა ის ინტერნეტპაკეტები, რომლებიც რეალურ შეღავათებს გულისხმობდა, მოხსნეს; ახლა 20 GB-ს არამოსწავლეებს 30 ლარად გვთავაზობენ, მაშინ, როდესაც კონკრეტულ ქსელს, 19 ლარად ულიმიტო ინტერნეტი ჰქონდა.

ამ ყველაფერს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელშიც:

მასწავლებელი ვარ, ოჯახში კი ორი მოსწავლეა; ჩვენ 30 ლარი უნდა გადავიხადოთ და შეღავათი როგორ გამოდის?!“,

„ინტერნეტპროვაიდერებს ამდიდრებენ და ჩვენზე არავინ ფიქრობს - სამი შვილი მყავს და ყველას სათითაოდ უნდა შევუძინო ინტერნეტ-პაკეტი“,

„ამას სჯობდა, საკაბელო ინტერნეტზე დაეწესებინათ შეღავათები“... - ასე აფასებდნენ მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლები მოსწავლე-მასწავლებლებისთვის შეთავაზებულ შეღავათს, რომელიც რეალურად, კომპანიებს ძალიან დიდ მოგებაზე გაიყვანს - აბა, დავთვალოთ რამდენი მოსწავლე და მასწავლებელია, თუნდაც მხოლოდ დიდი ქალაქების სკოლებში და შემდეგ ეს რაოდენობა 10-ზე გავამრავლოთ... თუმცა სხვის ჯიბეში ყურება ჩვენი საქმე არ არის და აქ უმთავრესია სხვა გამოწვევები, რომლის წინაშეც მრავალშვილიანი, უფრო კონკრეტულად კი რამდენიმე მოსწავლიანი ოჯახები აღმოჩნდნენ - იქ, სადაც 2,3,4 მოსწავლეა, მათთვის ინტერნეტით სარგებლობა ძვირდება, რადგან ინტერნეტში გადახდილი ათლარიანების რაოდენობა, ბავშვების რაოდენობის პირდაპირპროპორციულია.

ამ საკითხზე განათლების სამინისტრო პასუხობს, რომ ბავშვებს ერთმანეთისთვის Wi-Fi-ით შეუძლიათ ინტერნეტის გაზიარება, მაგრამ ამ შემთხვევაში დგება მეორე პრობლემა - 3 და 4 ბავშვს ეყოფა 20 GB ინტერნეტი?

„დარგის ექსპერტების რეკომენდაციით 20 GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ-გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსის მოსაძიებლად“, - ასეთი ოფიციალური სტრუქტურის პასუხი და ასეთ დროს, უნებურად გინდება დარგის იმ ექსპერტის გაცნობა, რომელიც ამტკიცებს, რომ 20 GB ინტერნეტი სამ ადამიანისთვის მთელი თვის განმავლობაში საკმარისია. სწორედ ამიტომ, მშობელი იძულებულია, თითოეულ ბავშვს შეუძინოს ინტერნეტ-პაკეტი.

აქედან გამომდინარე, ეს ერთი შეხედვით მომხიბვლელი წინადადება - 20 GB 10 ლარად - სულაც არ გახლავთ საქველმოქმედო აქტი ინტერნეტპროვაიდერების მხრიდან; რეალურად, ეს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ტვირთია, რადგან მათი ხარჯი იზრდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

მოსწავლეებისთვის ღონისძიება სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის - ლამზირა ონიანის ინიციატივით, დეხვირის საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში
 

ატარებმა სხვადასხვა პერსონაჟის როლიც მოირგეს და წითელ ხალიჩაზეც თავდაჯერებულებმა გაიარეს

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება