სიახლეები
სიახლეები

„მნიშვნელოვანი მხოლოდ მასწავლებლები არიან“  - სტუდენტები განათლების სამინისტროს უპირისპირდებიან
19-01-2021
-
+


შეღავათიანი ინტერნეტტარიფი სტუდენტებზე არ გავრცელდება. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს მიერ etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციით, მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ტარიფის დაწევა პროვაიდერების კეთილი ნება იყო და უწყება მათ ვერ დაავალდებულებს იგივე შეღავათი სტუდენტებსაც გაუკეთონ.

განათლების სამინისტროს დამოკიდებულებით უკმაყოფილოები არიან სტუდენტები, რომლებიც უკვე წელიწადია დისტანციურად სწავლობენ. როგორც ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი გიორგი ღუღუნიშვილი etaloni.ge - სთან საუბრისას აღნიშნავს, სამინისტრო არაერთხელ მიმართეს გარკვეული შეღავათების გასაკეთებლად იქნებოდა ეს ინტერნეტის ტარიფი თუ სწავლის გადასახადი, თუმცა მათგან ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.

„უკვე ერთი წელი გავიდა და არც ერთი უნივერსიტეტი არ ცდილობს შექმნას სტანდარტები ან შეღავათიანი პირობები შეუქმნას თავის სტუდენტებს. მით უმეტეს ჩვენ ხელი არ გვაქვს მოწერილი იმ ხელშეკრულებაზე, სადაც დისტანციურ სწავლაში 2250 ლარს გადავიხდით.

ამას ემატება ისიც, რომ სტუდენტებთან არ თანამშრომლობს არც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და არც განათლების სამინისტრო და ზოგადადაც, მხოლოდ მასწავლებლები აინტერესებთ, რომლებიც პოტენციური ამომრჩევლები არიან.

არაერთი პეტიცია შეიქმნა, სამინისტრო სახელზე, რომელშიც სწავლის გადასახადის შემცირებასთან ერთად სტუდენტებისთვის ინტერნეტის შეღავათიან პაკეტების გაკეთებასაც ვითხოვდით, რომელიც ჩვენზე იქნებოდა მორგებული. რეალურად ეს ახალი ინიციატივა არ არის, თუმცა საკითხზე რეაგირება არადა არ ხდება“, - აღნიშნავს სტუდენტი.

განათლების სამინისტოს მიერ ბოლო გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სტუდენტების 1/3-ს სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდება სწავლის გადასახადი, რისთვისაც სამინისტროს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იხარჯება 100 მილიონზე მეტი ლარი.

„პანდემიის დაწყებიდან არსებულ საგრანტო პროგრამებს დაემატა ახალი ინიციატივები. უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით - სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტუდენტების პრობლემას, სწავლის გადასახადისა და ინტერნეტის მაღალი ტარიფის გარდა სწავლის ხარისხიც წარმოადგენს. როგორც თსუ-ს სტუდენტი გვეუბნება, ტექნიკური პრობლემები ნელ-ნელა მოგვარდა, თუმცა იმისთვის რომ უმაღლესი განათლების მიღება შეძლონ, სტუდენტებს ძალიან ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევთ.

„პანდემიის პერიოდში უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არსებობს, უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, მოცემულ პირობებში სწავლა მოგვიწევს. საწყის ეტაპზე პანდემიის პირველი ტალღის დროს ზედმეტად ბევრი პრობლემა იყო. „ზუმში“ ლექტორების დიდ ნაწილს ჩართვის პრობლემა ჰქონდა, ამას ემატებოდა ისიც, რომ სასწავლო მასალა ელექტრონულ ფორმატში უნდა ატვირთულიყო და მუდმივი გაუგებრობა იგი ამ კუთხითაც, თუმცა ეს საკითხიც ინდივიდუალურად წარმოადგენდა პრობლემას...

სტუდენტების დიდ ნაწილს არ ჰქონდა შესაძლებლობა ონლაინ სწავლებაში ჩართულიყო, ზოგს კომპიუტერი არ ჰქონდა, ზოგს სწრაფი ინტერნეტი. მათ შორის მეც, ინტერნეტის მუდმივი პრობლემა მქონდა, რაც ხელს მიშლიდა ლექციების დროს სამუშაო პროცესში სრულყოფილად ვყოფილიყავი ჩართული. გამოცდების დროს ხშირად პროგრამა ჭედავდა, იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ჩვენგანს უბრალოდ საიტმა გაუჭედა და ვეღარ გადააგზავნა ნაშრომი, თუმცა არსებული ხარვეზები ნელ-ნელა აღმოიფხვრა და ამ ეტაპზე შედარებით დასტაბილურდა ვითარება.

ონლაინ სწავლება, რა თქმა უნდა, არ იძლევა იმ დონის განათლებას, როგორსაც სააუდიტორიო, თუმცა გვიწევს რაღაც საკითხებთან შეგუება გარემო პირობების შესაბამისად. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სტუდენტებისთვის არანაირი წამახალისებელი, თუ დახმარებითი პაკეტი არ არსებობს და გასაკვირია ეს ფაქტი, რადგან სახელმწიფო მცირედით მაინც ცდილობს ყველა სფეროს დაეხმაროს, უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში კი არ ფიქრობენ არც სტანდარტების შექმნაზე და არც სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით იძლევიან დაპირებას. ონლაინ სწავლება ზოგს მარტივი ჰქონია, თუმცა დამიჯერეთ, სტუდენტებს საკმაოდ ბევრი მუშაობა გვიწევს“, - აღნიშნავს გიორგი ღუღუნიშვილი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება