მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, კახაბერ ფარცვანიამ თანამდებობა დატოვა და კულუარულად უკვე არაერთ მიზეზზე ალაპარაკდნენ. Etaloni.ge-სთან საუბრისას, ბატონმა კახამ გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, განაცხადა, რომ ამ პოზიციაზე საკუთარი თავი უკვე ამოწურა და ამიტომ, ამიერიდან, პედაგოგიურ საქმიანობას განაგრძობს:
„5 წელია რესურსცენტრის უფროსი ვარ და რამდენ ხანს შეიძლებოდა ჩემი დარჩენა ამ თანამდებობაზე - ბოლოს და ბოლოს, ხომ არ გამასვენებდნენ აქედან?! ამიტომაც გადავწყვიტე, პედაგოგიურ საქმიანობას მივუბრუნდე. ვფიქრობ, ამ სფეროში დღეს დიდი გამოწვევებია და ამიტომ, ბევრად საინტერესოა ჩემთვის“.
ასეთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა კახაბერ ფარცვანია, რომელსაც სხვათა შორის, განათლების მინისტრმა, ინდივიდუალური ბრძანების საფუძველზე, ჯერ კიდევ რესურსცენტრის ხელმძღვანელობის პერიოდში სტატუსი აუმაღლა, თუმცა რის საფუძველზე, ცოტა ბუნდოვანია; ფარცვანიას სახელს საკმაოდ ხმაურიანი - ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეც უკავშირდება და არც იმას გამორიცხავენ, თანამდებობიდან ფარცვანიას წასვლა ამ ამბავთანაც იყოს დაკავშირებული.
რეალურად, რა გახდა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მხრიდან თანამდებობის დატოვების მიზეზი და რამდენად ნებაყოფლობითი იყო ეს გადაწყვეტილება - მომავალში გამოჩნდება და ისიც უდავოდ გაირკვევა, ხომ არ აპირებენ სხვა რესურცენტრების ხელმძღვანელებიც იგივე გადაწყვეტილების მიღებას (ნებაყოფლობით, რა თქმა უნდა!).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი