მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მეტი ხელოვნება და პროფესიული უნარები ამერიკულ სკოლებში
აშშ-ს ახალარჩეული პრეზიდენტისთვის განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება. ამის შესახებ მან ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ განაცხადა.
მისი მეუღლე ჯილ ბაიდენი წლებია მშობლიურ ქალაქ დელავერში ინგლისურ ენას ასწავლის და მასწავლებლობას არა პროფესიად, არამედ თავის მოწოდებად თვლის. ამიტომ ბაიდენი ამერიკელ პედაგოგებს შეჰპირდა, რომ მათ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია ყოველთვის მოუსმენს. „ჩვენი სტუდენტები და პედაგოგები თეთრ სახლში ადვოკატს იმსახურებენ“,- განაცხადა მან. განათლების რეფორმირების ოფიციალურ პროგრამაში ბაიდენი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ღარიბი რაიონების სკოლებში პროფესიული უნარების კურსებს გააძლიერებს და მათი სწავლება კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან პარტნიორობით მოხდება.
„ხელოვნებას, მუსიკასა და პროფესიონალურ უნარებს შეუძლიათ მოსწავლეთა მოზიდვა და მათში სიამაყისა და საჭიროების გრძნობის გაჩენა,“- თვლის ბაიდენი.
თავის საგანმანათლებლო პოლიტიკაში ის პედაგოგებს დაეყრდნობა: ახალარჩეული პრეზიდენტი აპირებს მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატებას, 3-4 წლის ბავშვებისთვის უნივერსალური სკოლამდელი განათლების პროგრამის შემოღებას და უფროსკლასელთათვის ფაქტობრივად ყველა პროფესიულ კურსზე წვდომის მიცემას.
მეტი ციფრული წიგნიერება ევროპულ განათლებაში
ევროკომისიამ 2021-2027 წლების ციფრული განათლების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. მისი მიზანია - განათლება „გადატვირთოს“ ციფრული ეპოქის ახალი გამოწვევების შესაბამისად. დოკუმენტი ასახავს ევროკომისიის ხედვას ხარისხიანი, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი ციფრული განათლების შესახებ ევროპული ქვეყნებისთვის.
2021 წლის ბოლოსთვის კომისია დაწყებითი და საშუალო სკოლისთვის ონლაინ და დისტანციური სწავლების რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ეს იქნება ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის საერთო დოკუმენტი, ერთგვარი რუკა, როგორ დაინერგოს დისტანციური, ონლაინ და შერეული სწავლება ეფექტურად. ასევე იგეგმება ხარისხიანი, სერტიფიცირებული სასწავლო ონლაინ-პროგრამებისა და კურსების გაცვლის ევროპული პლატფორმის შექმნა.
ამ საგანმანათლებლო გეგმის ცალკე მიმართულება გახდება სკოლებისა და პედაგოგების საგრანტო შესაძლებლობების შესახებ ინფორმირება, რომელიც მათ დაეხმარება სახსრების მოძიებაში ხარისხიანი ინტერნეტის, აღჭურვილობის ან ონლაინ-სწავლებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად.
ასევე, ევროპის ქვეყნების პედაგოგებისთვის ციფრული უნარების დამოუკიდებლად ათვისების ონლაინ-ინსტრუმენტი - SELFIE ჩაეშვება. დოკუმენტის ავტორების აზრით, ბავშვებმა სკოლის ადრეული ასაკიდან უნდა აითვისონ ციფრული უნარები, კერძოდ, ამოიცნონ დეზინფორმაცია და სიყალბე და ცნობდნენ ტექნოლოგიებს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი იყენებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია