მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ, მასობრივი ვაქცინაციის მიუხედავად, 2021 წელს მსოფლიო COVID-19-ის მიმართ კოლექტიურ იმუნიტეტს ვერ შეიძენს.
ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერმა სუმია სვამინატანმა განაცხადა. ინფორმაციას The Associated Press ავრცელებს.
„ჩვენ არ ვგეგმავთ, რომ 2021 წელს პოპულაციური იმუნიტეტის რაიმე დონეს მივაღწევთ“,- განაცხადა ექსპერტმა.
მან აღნიშნა, რომ ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომები, კერძოდ დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა და პირბადის ტარება მთელი წლის განმავლობაში კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად ისევ აქტუალური რჩება.
ცოტა ხნის წინ COVID-19-ზე მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, გერმანიაში, ისრაელში, ნიდერლანდებსა და რიგ სხვა ქვეყნებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მრჩევლის, დოქტორ ბრუს ეილუორდის თქმით, სხვა, შედარებით ღარიბი ქვეყნების მოქალაქეები ვაქცინას 2021 წლის იანვრის ბოლოს ან თებერვალში მიიღებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია