მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყველა ელის მთავრობის გადაწყვეტილებას, რა მიმართულებით შემსუბუქდება პანდემიით განპირობებული შეზღუდვები ქვეყანაში. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სავაჭრო ობიექტების გახსნის შემდეგ განიხილება განათლების სექტორის გახსნა. მაგრამ როგორ აღდგება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, ეს საკითხი ჯერ ბუნდოვანია.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, „პირველ რიში, გახსნის ობიექტად განვიხილავთ, სავაჭრო ობიექტებს. შემდეგი სექტორი განიხილება განათლების სექტორი, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უშუალო დასწრება სკოლებში. აქედან გამომდინარე, შემდეგი სფერო ან შეიძლება ერთდროულადაც, იყოს განათლება. არ მინდა შევქმნა მცდარი მოლოდინი, განვიხილავთ სხვადასხვა კომპონენტს. ეს იქნება ან ჰიბრიდული მოდელი, ან შეიძლება დავყოთ კლასებად, შედარებით რისკიან და ნაკლები რისკის მატარებელ კლასებად. ასევე, პრიორიტეტებად, რასაც გადაწყვეტს განათლების სამინისტრო, სადაც არის საჭირო უშუალოდ კლასებში დასწრება და ჩვენ ვიქნებით უკვე ამ მიმართულებით მათთან ერთად ჩართული, რომ სკოლებმა მოახერხონ მაქსიმალური დაცვა, როგორც ბავშვის, ასევე პედაგოგების. ეს არის ძირითადად ის ორი სფერო, რომელზეც მიმდინარეობს საუბარი“.
ასევე ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას მწვანე, ყვითელ და წითელ ზონებად ჰყოფს, სკოლების გახსნა-არგახსნის საკითხიც იმის მიხედვით გადაწყდება, კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელ ზონაში მოხვდება.
„ჩვენ რეგიონები გვაქვს დაყოფილი წითელ, ყვითელ და მწვანე ზონებად. აქედან გამომდინარე, ეს გახსნებიც იქნება ეტაპობრივი საქართველოს მასშტაბით, რეგიონების მიმართულებით იქნება სხვადასხვა გრადაციის. იმ რეგიონებში, სადაც ჩვენ მივუთითებთ მწვანე ზონად, მეტი საშუალება გვექნება, ეკონომიკური საქმიანობა, განათლების კომპონენტი და ტრანსპორტიც გაიხსნას, თუმცა რეგულაციების უმკაცრესი დაცვით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ისინიც ყველა არსებულ რეგულაციას დაექვემდებარებიან, რადგან „განათლების სექტორმა უნდა მოახერხოს როგორც ბავშვების, ისე მშობლების დაცვა“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
სასწავლო პროცესს პედაგოგი ვარდითერ იუზბაშიანი ხელმძღვანელობდა