TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

სწავლა საკლასო ოთახებში არ აღდგება? - რაზე საუბრობენ სკოლის კულუარებში
21-01-2021
-
+


როდის გაიხსნება სკოლები - ეს კითხვა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს, თუმცა კულუარებში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ 2020-2021 სასწავლო წელს დისტანციურად ჩაამთავრებენ და დიდი ქალაქების სკოლებს გახსნის პერსპექტივა არ აქვთ, - ამის შესახებ დიდი ქალაქების სკოლების პედაგოგებმა მოსწავლეები და მშობლები უკვე გააფრთხილეს, ჯერ კიდევ მეორე სემესტრის დაწყებამდე.

რთულია დანამდვილებით თქმა, საბოლოოდ, ზედა ეშელონებში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მეორე სემესტრი საქართველოს სკოლების უმრავლესობაში დისტანციურად დაიწყო და მიუხედავად იმისა, ოფიციალურად ითქვა, სწავლა  1700 საჯარო სკოლაში იწყებოდა, ამ რიცხვს 18 იანვარსვე 472 საგანმანათლებლო დაწესებულება გამოაკლდა, გაუარესებული ეპიდვითარების გამო. გარდა ამისა, არაერთხელ გაჟღერდა, რომ წერიტილოვანი შეზღუდვები კვლავ იმოქმედებს, ეს ყველაფერი კი ქმნის ეჭვის საფუძველს - სკოლები ამ სემესტრშიც დისტანციურ სწავლებაზე დარჩება.

აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეთავაზებული შეღავათიანი ინტერნეტ-პაკეტი 15 ივნისამდე - სასწავლო წლის დასრულებამდეა ძალაში და იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა - ამირან გამყრელიძემ თქვეს, რომ შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპზე, საგანმანათლებლო დაწესებულებები გაიხსნება, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები  გვაფიქრებინებს, რომ ვერსიას, სკოლების არგახსნის შესახებ, არსებობის უფლება ნამდვილად აქვს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება