სიახლეები
სიახლეები

დავით წოწონავას ახდენილი ოცნება - KIU-ს მენეჯმენტის პროგრამის წარმატებული სტუდენტი
21-01-2021
-
+


დავით წოწონავა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტია.როგორც თავად ამბობს, KIU-ს სტუდენტობა მისი ოცნებების სათავეში მოექცა. მიზანი დაისახა და როგორც ყველა დანარჩენი, ესეც სისრულეში მოიყვანა.

საშუალო განათლება მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლაში მიიღო. მისი თავდაუზოგავი შრომის, მიზანდასახულობისა და მოთმინების განსაკუთრებულ უნარზე მეტყველებს ის უმრავი მიღწევა და წარმატება, რომელიც სკოლის პერიოდში მოიპოვა. სკოლაც, რა საკვირველია, ოქროს მედალზე დაამთავრა. მანამდე იყო უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტი/კონკურსი. ის გახლავთ საქართველოს „ეტალონისა“ და მათემატიკური კონკურსის M-ვექტორის ფინალისტი, International Masterclasses Hands on Particle Physics-ის პროექტის მონაწილე. ცერნის ლაბორატორიის მიერ ჩაატარებულმა ამ პროექტმა დავითს ძალიან დიდი გამოცდილება შესძინა. კოლხი ბიჭი ერთნაირი წარმატებით ახერხებდა საუკეთესო ყოფილიყო როგორც საგანმანათლებლო სფეროში, ისე სპორტში. მის სახელზეა შავი ქამარი აღმოსავლურ ორთაბძოლებში-ტაეკვონდოში, არის შვიდგზის საქართველოს ჩემპიონი, „Baku Open Cup”-ის  პირველადგილოსანი. 2019 წელს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე „VI Latvian Taekwon-Do ITF Cup” სხვადასხვა კატეგორიაში მოპოვებული აქვს 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი. 

დავითის მაქსიმალისტურ ხასიათზე მეტყველებს ის გადაწყვეტილებაც, რომელიც მან უნივერსიტეტის არჩევისას მიიღო. KIU-ს შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელიდან შეიტყო. მოიხიბლა ყველა იმ შესაძლებლობით, რომელსაც უნივერსიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს. როგორც თავად ამბობს, KIU-ს სტუდენტობა მისი ოცნებების სათავეში მოექცა. მიზანი დაისახა და როგორც ყველა დანარჩენი, ესეც სისრულეში მოიყვანა. მენეჯმენტის სკოლა მოსწონს, პროგრამას თანატოლების მსგავსად ინგლისურ ენაზე გადის. ის ფაქტი, რომ KIU-ში ხარისხიან ევროპულ განათლებას იღებს და მომავალში შესაძლებლობა აქვს უცხოელ ახალგაზრდებთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელოს მოტივაციას ერთიორად უზრდის. 

„KIU, მართლაც რომ, ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტია. ძალიან მნიშვნელოვანია მისი თანამშრომლობა TUM-თან. მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროგრამების მიხედვით სწავლა ჩვენი მომავალი წარმატების საწინდარია. გერმანელ პროფესორებთან ერთად მუშაობა უდიდეს გამოცდილებას გვაძლევს. კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში სტუდენტებთან მჭიდრო ურთიერთობა სწავლის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოსა და თავისუფალს ხდის. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საუკეთესო ადგილია ხარისხიანი ცოდნის მისაღებად. KIU-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება კი ქართველ სტუდენტებს მოგვცემს საშუალებას ვიყოთ კონკურენტუნარიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - აღნიშნავს დავით წოწონავა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება