მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის N5 საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტში - „სოციალური ინკლუზია“ უკვე მესამე წელია აქტიურად არის ჩართული. აღნიშნული პროექტის კოორდინატორი გახლავთ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი - სოფო მაისურაძე.
2020 წლის 19 დეკემბერს გაიმართა ონლაინ კონფერენცია - „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“. კონფერენციას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა: ნინიკო ჯინიუზაშვილმა, ელენე ზაზაძემ, ნუცა კაჭკაჭაშვილმა, ლანა ალავიძემ, თამთა გავაშელმა, ელენე კაპანაძემ, ლარისა მამმადოვამ და მაია ლაზიშვილმა.
მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები მესხურ თემებზე: მესხური სამზარეულო, ფარდაგები და მესხური ნასოფლარები.
მოსწავლეებმა შექმნეს ბუკლეტები, პრეზენტაციები და ვიდეო რგოლები.
მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
„აღნიშნული კონფერენცია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება იყო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის შედეგებს. მათ ასევე დაათვალიერეს ქალაქ ახალციხის N5 და N7 სკოლებში ორგანიზებული ხელგარჯილობის კლუბებში მომზადებული ბოშური და მესხური თემატიკით დატვირთული ხელნაკეთი ნივთები, მოისმინეს ქვეპროგრამის ბენეფიციარებისა და მოხალისეების თანამშრომლობით მომზადებული საპრეზენტაციო თემები : მესხების ისტორიის, ყოფისა და კულტურის თვითმყოფადობის შესახებ. აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს ბოშა და მესხ მოზარდებში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, მათში სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას, ასევე, ქვეპროგრამის მოხალისეებში ტოლერანტული განწყობების ზრდასა და თვითშეგნების ამაღლებას“-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას