მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კოვიდპანდემიამ მსოფლიოში ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. კორონას საცეცები განსაკუთრებით ცუდად, ჯანდაცვის შემდეგ, საგანმანათლებლო სექტორს შეეხო და აგერ უკვე თითქმის ერთი წელია, პედაგოგები და მოსწავლეები კომპიუტერებს მიაჯაჭვა. თუმცა როგორც ირკვევა, ეს კიდევ არაფერი - ონლაინ-სწავლებამ ახალი მოთხოვნები წარმოშვა.
„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, აქტუალური გახდა პედაგოგიური განათლების მქონე ძიძის მოთხოვნა. დისტანციური სწავლის პირობებში ბავშვზე ზრუნვის მიზნით. თუ გაქვთ სურვილი ამ პოზიციაზე დასაქმდეთ, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ“, - ინტერნეტში ამ განცხადებას წავაწყდი და სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა იმიტომ, რომ გამოდის, პედაგოგებს ახალი დანიშნულება მოუძებნეს და მშობლებმა გადაწყვიტეს, შვილებს ისეთი ძიძები მოუნახონ, რომლებიც ბავშვებს თან გაკვეთილებზე დასწრებას დაავალდებულებენ, დავალებებს შეასრულებინებენ, ონლაინ-რესურსებში იმდენად გარკვეულები იქნებიან, რომ თიმსშიც აატვირთვინებენ. მარტივად რომ ვთქვათ, პერსონალურ მასწავლებელზე გაჩნდა მოთხოვნა, ისეთზე, როგორებიც ძველ დროში, გუვერნანტები იყვნენ და ამ ძიძა-მასწავლებელმა თან ბავშვი უნდა ამეცადინოს, თან სხვისი სახლი ალაგოს, სარეცხი რეცხოს, საჭმელი ამზადოს და ამ დროს, არც კი ვფიქრობთ, როგორ ვაკნინებთ ამით მასწავლებელს, მერე კი გვიკვირს, რატომ გაუფასურდა ეს პროფესია.
ამასთან, აღსანიშნავია რომ ასეთი მოთხოვნა სკოლების გახსნის შემდეგაც აქტუალურია, რადგან რიგი სამსახურები, კვლავ ონლაინ ამუშავებენ თანამშრომლებს, შესაბამისად, სახლიდან მუშაობის პირობებში, მშობლები ბავშვების მისახედად ვერ იცლიან. გარდა ამისა, დავალებების გადაგზავნა, მოსწავლეებს კვლავ თიმსში ევალებათ, ამიტომაც მასწავლებელი-ძიძა კვლავ არ დაკარგავს აქტუალობას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია