სიახლეები
საინტერესო

„მე არა პოლიტიკოსი, ინგლისური ენის მასწავლებელი ვარ“: 6 ფაქტი აშშ-ს ახალი პირველი ლედის შესახებ
25-01-2021
-
+


აშშ-ს ახალი პირველი ლედი 36 წელია, რაც ამერიკის საჯარო სკოლებსა და კოლეჯებში ინგლისურ ენასა და მართლწერ​ას ასწავლის და პედაგოგიური კარიერის გაგრძელებას თეთრ სახლში გადასვლის შემდეგაც გეგმავს. შედეგად, ჯილ ბაიდენი გახდება აშშ-ს იტორიაში პირველი ლედი, რომელსაც ანაზღაურებადი სამსახური ექნება.

მოვამზადეთ 6 ფაქტი ამერიკის მასწავლებელი პირველი ლედის შესახებ:

ჯილ ბაიდენი ბანკის თანამშრომლისა და დიასახლისის ოჯახში დაიბადა და ხუთი ქალიშვილიდან ყველაზე უფროსია. ჯილის თქმით, საკუთარი კარიერის ქონა მისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო. პირველად მუშაობა 15 წლის ასაკში მიმტანად დაიწყო.

„შემცვლელი მასწავლებელი“ - ასეთი იყო ჯილის პირველი სამუშაო სკოლაში, მას შემდეგ რაც ინგლისური ენის განხრით ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. ორსული ჯილი სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას სკოლაში მუშაობას უთავსებდა. 55 წლის ასაკში ჯილმა პედაგოგიურ მეცნიერებში დოქტორის ხარისხი მოიპოვა და დოქტორი ჯილ ბაიდენი გახდა.

„ჯილი ყოველთვის მოსწავლეების ნამუშევრებს ამოწმებს“,- ასე აღწერა მიშელ ობამამ ის 2016 წელს People Magazine-თან ინტერვიუში. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, ჯილმა და მიშელმა კი ერთად ხორცი შეასხეს ერთობლივ ინიციატივას სამხედროების ოჯახების მხარდასაჭერად. სწორედ მაშინ ორივე ლედი ქვეყანაში ერთად მოგზაურობდა, ჯილი კი, რა თქმა უნდა, როგორც ნამდვილი მასწავლებელი, თვითმფრინავებსა და ავტობუსებში მოსწავლეების ნამუშევრებს ამოწმებდა.



როდესაც ჯილ ბაიდენი ამბობს, რომ გეგმავს ერთდროულად კოლეჯში ასწავლოს და ამასთანავე იყოს პირველი ლედი, მან იცის, რაც მას ელოდება. 8 წლის განმავლობაში, სანამ ჯო ბაიდენი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი იყო, ჯილი ინგლისურ ენას Northern Virginia Community College-ში სრული დატვირთვით ასწავლიდა. „სწავლება - ჩემი ვნებაა. ეს ჩემი კარიერაა, ის რაზეც  მთელი ცხოვრების მანძილზე ვარ ფოკუსირებული. ვფიქრობ, ამას ვუმკლავდები და ასევე გავაკეთებ ყველაფერს რასაც პირველი ლედი აკეთებს“,- ციტირებს ჟურნალი Vogue.



მეუღლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს და პედაგოგიური კარიერის 36-ე წლისთავზე ჯილმა ონლაინ-სწავლების კურსი დაამთავრა და შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღო. „ყოველ კვირას 23:30 საათზე ისევ ჩემს კომპიუტერთან ვზივარ და ვცდილობ გავიგო, როგორ მუშაობს ყველაფერი. გაცილებით მეტად ვუთანაგრძნობ ჩემს სტუდენტებს, როდესაც ჩვენ ყველანი საკლასო ოთახებში დავბრუნდებით, რადგან ახლა მე ვიცი რამდენად რთულია ონლაინ-სწავლა“,- განაცხადა სექტემბერში ჯილ ბაიდენმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ჯილ ბაიდენი - ორი საბავშვო წიგნის ავტორია: „Joey: the story of Joe Biden“ - მხიარული ანეკდოტური ისტორია მისი ქმრის ბავშვობაზე და ასევე „Don’t Forget, God Bless Our Troops“- ისტორია გოგონასი, რომლის მამაც ომში წავიდა. ამ წიგნის დაწერა მას მისიმა შვილიშვილმა ნატალიმ შთააგონა. ასევე მან დაწერა მემუარების წიგნი: იმის შესახებ რა გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე პოლიტიკამ, დედის როლზე და ოჯახურ ტრადიციებზე, რომლებიც მას მძიმე დანაკარგების გადატანაში დაეხმარა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

კონკურსი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება