მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„რესტორნებზე ადრე სკოლა უნდა გავხსნათ ხომ?! მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას ქვეყანაში“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის” ეთერში პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბავშვების სწავლა ქვეყნისთვის უფრო დიდი ღირებულებაა.
„უნდა გავითავისოთ რასთან გვაქვს საქმე, ჩვეულებრივი ეპიდემია ხომ არ არის ეს, არა?! ეს არის განსაკუთრებული ეპიდემია, პანდემია, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება. რესტორნებზე ადრე სკოლა უნდა გავხსნათ ხომ?! მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას ქვეყანაში. რესტორანი კი კარგია მესმის, ეს შემოსავალია ადამიანისათვის, ეს ბიზნესია, მაგრამ განათლება?! ბავშვების სწავლა უფრო დიდი ღირებულებაა ქვეყნისთვის”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.