მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლუკა ივანიძე და ნიკა აბულაძე რაბათის ციხეზე გამართულ სამეცნიერო ფორტ-ბოიარდში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებს დახმარებას უწევდა ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს ფორტ ბოიარდის აქტივობაში მონაწილეობისთვის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ და „მეცნიერების კაპიტნის“ ტიტული მიენიჭათ.
სკოლა პროექტის ორგანიზატორებს პანდემიის პირობებში ახალგაზრდებისთვის ასეთ საინტერესო აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემისთვის მადლობას უხდის.
„2020 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან პარტნიორობით, გაიმარჯვა ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე -„ევროპელ მკვლევართა ღამე“ და დაიწყო პროექტის „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ განხორციელება.
პროექტის ფარგლებში ევროკავშირისა და „ჰორიზონტი 2020“-ის ასოცირებულ 30 ქვეყნის ასამდე ქალაქთან ერთად, 2020 წლის 27 ნოემბერს ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხეზე დაიგეგმა და ჩატარდა სამეცნიერო ფორტ ბოიარდი. პროექტში საჯარო სკოლების მე-8-მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტი ფორტ-ბოიარდი განხორციელდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის - „ჰორიზონტი 2020“-ის - მარი სკლადოვსკა-კიურის პროგრამა „ევროპელ მკვლევართა ღამის“ - 2020 წლის პროექტის - „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში.
ფორტ-ბოიარდის პროექტი მოიცავდა ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის, არქეოლოგიისა და ისტორიის განყოფილებებს. საკითხები მოსწავლეების ასაკობრივი სეგმენტის შესაბამისად იყო მომზადებული.
ღონისძიება ჩატარდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით: ღონისძიების დაწყებამდე ჩატარდა თერმოსკრინინგი; მონაწილეებს დაურიგდათ ახალი პირბადეები; ყოველ ახალ დავალებაზე გადასვლისას მოხდა ხელების სპეციალური ხსნარით დამუშავება.
აღნიშნულ აქტივობაში აქტიურად ჩაერთო სსიპ ქ. ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაც. პროექტ ფორტ-ბოიარდის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის მე-8 ე კლასის მოსწავლე-ლუკა ივანიძემ და მე-9 ა კლასის მოსწავლე-ნიკა აბულაძემ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს დახმარებას უწევდა ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი. ღონისძიების დასასრულს გაიმართა მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია. მოსწავლეებს ფორტ ბოიარდის აქტივობაში მონაწილეობისთვის გადაეცათ სიგელები და მიენიჭათ ,,მეცნიერების კაპიტნის“ ტიტული. გადაეცათ აგრეთვე ფასიანი საჩუქრები.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ტიპის აქტივობაში მონაწილეობამ მათ უდიდესი გამოცდილება შესძინა.
დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს პანდემიის პირობებში ახალგაზრდებისთვის ასეთ საინტერესო აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემისთვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას