სიახლეები
წიგნები

დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის - ოთხი ქართული მოთხრობა მეგობრობაზე
06-11-2017
-
+


ოთხი ქართული მოთხრობა მეგობრობაზე დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის: 

არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“. 


"ქონდარეთის ჯიუტმა და ძილისგუდა უფლისწულმა სიზმარში ნანახ ციცინათელების მზეთუნახავთან თამაში მოინდომა. ღამის შიკრიკებმა ციცინათელების მზეთუნახავი მწყემსი მოიტაცეს და უფლისწულს მიჰგვარეს. მეგობრის გადასარჩენად სალამურამ ქვეყნიერება მოიარა და რა არ გადახდა თავს - ჯამბაზობაც ისწავლა და მუშტი-კრივიც...'' 
რევაზ ინანიშვილის „კაცები“.

''გოგია ხევს გამოღმა ცხოვრობს, ბახა - ხევს გაღმა. პირიქითაც შეიძლება ითქვას, ხევს გამოღმა ბახა ცხოვრობს, ხევს გაღმა - გოგია, ეს იმაზეა დამოკიდებული, ვის მხარეზე დავდგებით, ბახაანთი თუ გოგიაანთი, მაგრამ რაკი ჩვენ არც ბახაანთ მხარეზე ვართ დამდგომნი და არც გოგიაანთი, მოდით, ასე განვსაზღვროთ: წიგნის ფურცლის მარცხენა მხარეზე გოგია ცხოვრობს, მარჯვენა მხარეზე კი - ბახა. ორივენი პირველ კლასში დადიან, ერთ მერხზე სხედან, ერთნაირ დიდ წითელ ჩანთებს დაათრევენ და - თავიდათავი ეს არის - ერთმანეთი ძმებივით უყვართ. იმათი მამებიც მეგობრები არიან, იმათი დედებიც. თურმე ნუ იტყვით, იმათაც ერთად უსწავლიათ და ერთ მერხზედაც კი მსხდარან: მამები - ერთად, დედები კიდევ - ერთად...'' 

ნიკო ლომოურის „პაწია მეგობრები“.

„იდგა მკათათვე. ხართგამოშვების დრო მოტანებული იქნებოდა. მზე დასავლეთისაკენ გადახრილიყო, მაგრამ საშინელ სიცხე-პაპანაქებას კი ამით არაფერი შველებოდა. შემდგარ-შეტბორებულ ჰაერში მხოლოდ ხანდისხან ოდნავ წამოუბერავდა ხოლმე ქვენა (აღმოსავლეთის) ქარი. ჯოჯოხეთს რომ ერთი მუგუზალი აკლდა, სწორედ ამ მუგუზალს წააგავდა ეს ქარი. ზაფხულში ხომ ისედაც ცხელა, მაგრამ თუ ეს ქარიც ზედ დაერთო, სიცხე საშინელება ხდება. იგი ჩნდება აღმოსავლეთის უდაბნოებში, მოჰქრის იქიდან და თან მოაქვს სულის შემხუთავი პაპანაქება, მოსავლის გამაოხრებელი გვალვა, ყოველი ცხოველის შემაწუხებელი ჰავა. მხოლოდ ვენახები არიან ამ დროს კაი ყოფაში: მტევნები მსწრაფლად იზრდებიან, ტკბილი წვენით იჭიკნებიან...“

სულხან ქეთელაურის „ღვია“. 

''ღვია პატარა, მარადმწვანე ბუჩქს ჰქვია მთაში. უმეტესად კლდეზე იზრდება. დაკლაკნილი წვრილი ტოტები განზე აქვს გაფშეკილი. სიმაღლით კი კაცის სიმაღლეც ვერ იქნება. ეს ახლა, თორემ უწინა ასეთი ტანისა არ ყოფილა ღვია. ვერც ისე მარტოდმარტო ნახავდა ვინმე. უღრანი ტყის შუაგულში იდგა ამაყად. გარს დიდრონი ხეები შემოსდგომოდნენ - დაკოჟრილი მუხები, ჭადრები და ტანსრული წიფლები. ღვია ყველაზე ლამაზი იყო მათში. გაზრდილობითაც სჯობდა სვხებს. წვერი კინაღამ ცისთვის ჰქონდა მიბჯენილი. მზის ოქროსფერი სხივი პირვალად მას ეფრქვეოდა თავზე. დილიდ ცელქი ნიავიც ყველაზე წინ გაჰკრავდა ფრთას, მიუალერსებდა და ნაზად შეურხევდა ქოჩორს...''

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება