მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დიარეა და გემოს დაკარგვა - ბავშვებში ტიპიური ნიშნებია
თავიდან კვლევის მონაცემებმა მეცნიერები ჩიხში შეიყვანა. ნათელი იყო კანონზომიერება: რაც უფრო უფროსია ადამიანი, კორონავირუსით დაზარალების რისკი მით უფრო მაღალია.
ჩინეთში ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც ორი ათასი COVID-19-ით ინფიცირებული ახალგაზრდა პაციენტი მონაწილეობდა, დაავადება მძიმედ 1% -ზე ნაკლებში მიმდინარეობდა. რაც რესპირატორული ვირუსებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა, რომელთა დროს ბავშვები უფრო მეტად ზარალდებიან, ვიდრე ზრდასრულები.
მკვლევარებმა ბრონქსის მონტეფიორეს სამედიცინო ცენტრში ჰოსპიტალიზებული (13 მარტიდან 17 მაისამდე პერიოდში) 60 ზრდასრულისა და 60 ბავშვის იმუნური რეაქციები შეადარეს. პაციენტებს შორის 20-ს ბავშვებში ყველაზე მძიმე გართულება მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ჰქონდა. საერთო ჯამში, ბავშვები ვირუსით ზრდასრულებთან შედარებით უმნიშვნელოდ დაზარალდნენ. ძირითადად მათ აქვთ კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, ისეთები როგორიცაა დიარეა, გემოსა და სუნის აღქმის უნარი. მხოლოდ 5 ბავშვს დასჭირდა ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია 22 ზრდასრულთან შედარებით. ახალგაზრდა პაციენტებს ჰოსპიტალიზაციის ნაკლები დრო სჭირდებოდათ.
სუსტი იმუნიტეტი არაფერ შუაშია
ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ზრდასრულებს არასაკმარისად ძლიერი იმუნური პასუხი აქვთ, არ დადასტურდა. ყველაზე ძლიერ ანტისხეულებს გამოიმუშავებდნენ ხანდაზმულები, რომლებიც დაავადებას ყველაზე რთულად იტანდნენ.
ახალი მონაცემები უარყოფს ასევე ვერსიას, რომ ბავშვებს აქვთ იმუნიტეტი რესპირატორული დაავადებების პათოგენების წინააღმდეგ, რადგან ისინი ამ დაავადებებით უფრო ხშირად ავადობენ.
დეტალურმა კვლევებმა დაამტკიცა: არსი იმაშია, რომ ბავშვებისა და ზრდასრულების იმუნური სისტემა დაავადების გამომწვევზე განსხვავებულად რეაგირებს. როდესაც ორგანიზმი უცნობ პათოგენის აწყდება, ის რამდენიმე საათში იმუნური აქტივობით რეაგირებს, რომელსაც თანდაყოლილი იმუნური პასუხი ეწოდება. იმუნური რეაქციის სწორედ ეს სახეობაა დამახასიათებელი ბავშვებისთვის, რადგან ისინი უფრო ხშირად აწყდებიან პათოგენებს, რომლებიც მათთვის ახალია. ასევე ბავშვებში ეს დაცვა უფრო სწრაფად იწყებს მუშაობას, ვიდრე ზრდასრულებში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია