სიახლეები
საინტერესო

სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მთავარი მიზეზი შესაძლოა, უსიმპტომო მოსწავლეები გახდნენ
14-02-2021
-
+


სასწავლო დაწესებულებებში​ კორონავირუსის უსიმპტომო შემთხვევები შესაძლოა COVID-19-ის გავრცელების ძირითადი ფაქტორი გახდეს. ინფიცირებულ მოსწავლეთა 70%-მა შესაძლოა არ იცოდეს, რომ ისინი ვირუსუს მატარებლები არიან, მანამდე სანამ ტესტის დადებით პასუხს არ მიიღებენ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

სკოლებში COVID-19-ის გავრცელების საკვანძო ფაქტორი უსიმპტომო შემთხვევებია. მეცნიერთა უმეტესობა თვლის, რომ 30%-დან 40%-მდე ზრდასრულებს ტესტირების დღეს არ აღენიშნებათ კორონავირუსის სიმპტომები, თუნდაც ინფიცირებულნი იყვნენ. მაგრამ ბავშვებისთვის ეს მაჩვენებელი მაღალია.

„ეს, ალბათ, საშუალო სკოლის მოსწავლეთა 50%-ზე მეტია, დაწყებითი კლასების გოგონების და ბიჭების დაახლოებით 70%-მა კი შეიძლება არ გამოავლინოს სიმპტომები, მაშინაც კი, თუ ისინი ინფიცირებულნი არიან“,- ამბობს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორი მარტინ ჰიბერდი.

ჯერჯერობით უცნობია, ახალგაზრდა, უსიმპტომო მატარებლების ეს ჯგუფი რამდენ ინფექციას ავრცელებს. არის მონაცემები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ადამიანები, რომელებიც COVID-19-ის უსიმპტომო მატარებლები არიან, ნაკლები ვირუსული დატვირთვა აქვთ, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა ნაკლებად აავადებდნენ სხვებს.

პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზაა სკოლებში ტესტირების რაოდენობის გაზრდა. მაგრამ მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სწრაფი ტესტები უკეთესად ავლენენ პირებს, რომელთაც მაღალი ვირუსული დატვირთვა აქვთ, ვიდრე მათ ვისაც ნაკლები.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

კონკურსი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება