მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ მთავრობის წარმომადგენლებმა არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და შეზღუდვების შემსუბუქებაზე ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით უკვე არსებული გეგმის შესახებ ისაუბრა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც, თუმცა მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. შესაბამისად, სკოლების საპირფარეშოებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემა ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მოუწია.
„ჩვენ ჯერ კიდევ გაზაფხულზე შევისწავლეთ მდგომარეობა თითოეულ დაწესებულებაში. განათლების სამინისტრომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად წარმატებულად იმუშავეს ამ პირობების გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, აუდიტი განმეორებითაც ჩატარდება და დარწმუნებულები ვართ, რომ შემდგომი ვიზირების და შემოწმების შემდგომ ყველა ის დამაკმაყოფილებელი საჭირო მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების უსაფრთხოებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ