მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სკოლების დირექტორებს შეხვდნენ, სადაც აღინიშნა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ინტერესებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით წარიმართება.
„სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა დადგენილი წესებისა და სამედიცინო პროტოკოლის დაცვით უნდა იმუშაონ. სახელმწიფო პროგრამით მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ“, - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში. შეხვედრას ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
მოგვიანებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის სკოლის დირექტორმა, ტარიელ მიქელაძემ Etaloni.ge-სთან სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ სკოლა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, სადეზინფექიო საშუალებებით, მზად არიან შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები და მაქსიმალურად უზრუნველყონ მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას