მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, რომ თუ სკოლაში შესვლისთანავე, თერმოსკრინინგისას, მოსწავლეს დაუფიქსირდება ტემპერატურა, იგი უნდა გადაიყვანონ იზოლირებულ ოთახში, და გადამოწმების შემდეგ ხდება მშობლის ჩართვა, შემდეგ კი 112-ზე გადამისამართება.
დგებუაძემ აღნიშნა, რომ „ყველა ეს ნაბიჯი - როგორ ვიქცევით დასვენებებზე, საკლასო ოთახში, როგორ ხდება გადაადგილება საპირფარეშოებში... გაწერილია და კიდევ ერთხელ, სკოლების ადმინისტრაციას ვეტყვი - გულდასმით გადახედონ ამ რეკომენდაციებს“.
აქვე მინისტრის მოადგილე სკოლებში ექიმების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სავალდებულოდ განისაზღვრა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექიმის ან ექთნის არსებობა, - „ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ექიმის სტანდარტზე მუშაობა დავიწყეთ და გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ხვალ ზეგ ყველა სკოლაში უცებ გაჩნდება ექიმი, მაგრამ ეტაპობრივად დაემატება“, - დასძინა დგებუაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ