მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ ჩატარებულმა კვლევებმა უმნიშვნელო მტკიცებულება აჩვენეს იმისა, რომ სკოლები კოვიდ 19-ის ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც აშშ-ის ზოგიერთ ნაწილში, ისევე როგორც ზოგიერთ ქვეყანაში, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, სკოლებში ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა, ძალიან მცირე მტკიცებულება არსებობს, რომ სკოლებმა საზოგადოებაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს,“ - აცხადებენ აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრში.
ცენტრის მკვლევარები, ამ კონტექსტში, ყურადღებას ამახვილებენ უისკონსინის სოფლის 17 სკოლაში ჩატარებულ ცდებზე, სადაც მოსწავლეები პირბადეებს ატარებენ. მათი ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სკოლებში 37%-ით ნაკლები იყო ვიდრე ფართო საზოგადოებაში.
კერძოდ, უისკონსინში ჩატარებული კვლევის თანახმად, 2020 წლის 31 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე სკოლების 5 303 მოსწავლესა და თანამშრომლისგან კორონავირუსი 191-ს დაუდასტურდა, საიდანაც სკოლებს მხოლოდ 7 შემთხვევა (3,7%) უკავშირდება და შვიდივე ინფიცირებული მოსწავლეა.
მათ კვლევა პარალელურად სკოლების ირგვლივ საზოგადოებაშიც ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ კოვიდ 19-ზე ჩატარებულმა ტესტების 7% -დან 40% -მა დადებითი შედეგები აჩვენა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერები აცხადებენ, რომ კვლევის შედეგები შეიძლება ასე განიმარტოს: სკოლებში, მოსწავლეებსა და თანამშრომლებს შორის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100 000-ს მოქალაქეზე 3 453-ია, ფართო საზოგადოებაში კი - 54 466.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.