მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მერი სართანიამ პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ჩატარებულ 2020 წლის შემაჯამებელ ფორუმზე სკოლა წარმატებით წარმოაჩინა.
„ონლაინ შეხვედრაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში 2020 წელს მიღწეული შედეგები შეაჯამეს, სწავლა-სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირების აუცილებლობაზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური სესიები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით და მონაწილეები პროექტში ჩართული და არაჩართული საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ შესრულებულ კომპლექსური დავალებების ნიმუშებსაც გაეცნენ.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2019 წლიდან მიმდინარეობს, პროექტი 2024 წლამდე გაგრძელდება და საბოლოოდ, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლას მოიცავს. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დოკუმენტი გულისხმობს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფას, რომელიც ახალგაზრდებს XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამის ცოდნასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას