სიახლეები
სიახლეები

სკოლიდან გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც ბავშვები ექსკურსიაზე ბაკურიანში წაიყვანა
27-01-2021
-
+


მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, რომელსაც თითოეული მოქალაქე უნდა დაემორჩილოს. თუმცა ამის მიუხედავად, ყოველდღიურად კანონის დარღვევის არაერთი ფაქტი ფიქსირდება და ერთ-ერთის შესახებ ახლა გიამბობთ.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პედაგოგმა გადაწყვიტა მოსწავლეები ექსკურსიაზე ბაკურიანში წაეყვანა. ამ ინიციატივას არც მშობლების მხრიდან მოჰყოლია რაიმე წინააღმდეგობა და მიუხედავად იმისა, საიდუმლოს შენახვა მთავარი მოთხოვნა იყო, ინფორმაციამ მაინც გაჟონა. არადა, მოსწავლეები მკაცრად იყვნენ გაფრთხილებულები, ამ საკითხზე ხმამაღლა არავისთან ესაუბრათ და თუ  კურორტზე ნაცნობი შეხვდებოდათ, უნდა ეთქვათ, რომ იქ შემთხვევით გადაეყარნენ ერთმანეთს. ბავშვებმა პირობა დადეს, რომ საიდუმლო მსვლელობის შესახებ უცხოები ვერაფერს შეიტყობდნენ.... მაგრამ, ასე არ მოხდა.

სკოლის ადმინისტრაციამ ფარული ექსკურსიის ამბავი გაიგო და მალევე მიიღეს ზომები - იმის გამო, რომ პედაგოგი სკოლის შიდაგანაწესს არ დაემორჩილა, ასევე დაარღვია ქვეყანაში მოქმედი კარანტინის წესები  და საფრთხე შეუქმნა მოსწავლეების ჯანმრთელობას - იგი სკოლიდან სასწრაფოდ გაათავისუფლეს.

Etaloni.ge-მ საკითხის გარკვევა განათლების სამინისტროსთან სცადა, სადაც გვიპასუხეს, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ არ სმენიათ, თუმცა თუ მასწავლებელი არღვევს სკოლის შიდაგანაწესს, არსებობს პუნქტები, რომელიც დირექტორს უფლებამოსილს ხდის, იგი სამსახურიდან დაითხოვოს.

„სანამ კონკრეტული სკოლა არ გვეცოდინება, სამართლებრივი კუთხით მსჯელობა გაგვიჭირდება და ვერც იმას ვიტყვით, სამართლიანად გაათავისუფლეს თუ არა ეს პედაგოგი სკოლიდან“, - ასეთია ოფიციალური კომენტარი და ამ საკითხი სამართლებრივ ჭრილში განხილვას, არც Etaloni.ge აპირებს, ჩვენ მხოლოდ ფაქტი გიამბეთ და აქვე შეგახსენებთ, რომ დირექტორს, მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლების უფლება რამდენჯერმე საყვედურის გამოცხადების შემდეგ აქვს; ამასაც თავისი ეტაპები გააჩნია; შესაბამისად, კონკრეტულ პედაგოგს ასე მარტივად ვერ დაითხოვდნენ, მას რამდენიმე გადაცდომა რომ არ ჰქონოდა პროფესიულ საქმიანობაში, თუმცა ამჯერად, საკითხის მორალური მხარე ბევრად საინტერესოა - ან თავად პედაგოგი რას ფიქრობდა, მოსწავლეებს რისკის ქვეშ რომ აყენებდა, ან მშობლები რატომ დათანხმდნენ ამ ავანტიურას?!

იხილეთ ასევე:

რა შემთხვევაში აქვს დირექტორს მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლების უფლება?! - ეს ხანგრძლივი და არცთუ მარტივი პროცედურაა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება