სიახლეები
სიახლეები

„რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე?!“ - განათლების სამინისტროსთან სტუდენტებმა მორიგი აქცია გამართეს
27-01-2021
-
+


სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის გადასახადის განახევრების მოთხოვნით  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან სტუდენტების, სამოქალაქო მოძრაობებისა და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების აქცია გაიმართა.

როგორც მოძრაობა „ხალხისთვის“ წევრმა მარიამ კუსიანმა განაცხადა, განათლების სამინისტროსა და მთავრობას აღნიშნულ თემაზე არაერთხელ მიმართეს, თუმცა საკითხს მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

„ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, განათლების სამინისტრომ და მთავრობამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა. შესაბამისად, სტუდენტების პრობლემები პრობლემებად რჩება და ჩვენი ლოზუნგია: „რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე?!“ მოთხოვნებიც იგივეა, რაც აქამდე გვქონდა.

ვითხოვთ, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტუდენტის სტატუსი აღუდგეთ და სწავლის საფასური გაუნახევრდეთ. ჩვენი გეგმაა, რომ არაერთი მიმართვა გავაკეთოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, იმ ადამიანებს, ვისაც პრობლემის მოგვარება შეუძლიათ ხმა მივაწვდინოთ“, - განაცხადა კუსიანმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება