მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მას შემდეგ, რაც მთვრობამ გარკვეული შეზღუდვების მოხსნის, მათ შორის, საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, ბუნებრივად დადგა გადაადგილების საკითხიც, თუმცა ჯერჯერობით თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ტრანსპორტის ამოქმედება არ განიხილება და ამას ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუმცა იქვე დასძინა, რომ თუ კვირის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდება, მაშინ მეტად თამამი ნაბიჯების გადადგმაზე იმსჯელებენ:
„ამ ეტაპზე ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი. როგორც საზოგადოებას, ასევე ბიზნესს ვეუბნებით, რომ მაშინ, როდესაც უკვე დადებითობის მაჩვენებელი შემცირდება კვირის განმავლობაში 4%-მდე, ჩვენ შევძლებთ მეტად თამამი ნაბიჯების გადადგმას. ეს შეხვედრები ძირითადად ეთმობა იმას, რომ შევთანხმდეთ, რა რეჟიმში ვიწყებთ ოპერირებას. ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება ეპიდემიოლოგიური ფონის ყოველდღიურ და დეტალურ ანალიზს. ამდენად, გადაწყვეტილებების გადახედვა - გადაადგილების შეზღუდვა შეიცვალოს ან შაბათ-კვირის შეზღუდვა არ გავრცელდეს - ამ ეტაპზე შეუძლებელია. შესაბამისად, ჩვენ ამაზე არც გვისაუბრია“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა, ამასობაში კი, განათლების სამინისტრომ სკოლებს დაავალდებულა მოსწავლეებისა და პედაგოგების ტრანსპორტირების საკითხი უზრუნველყოს, თავის მხრივ კი, დირექციამ ეს „ტვირთი“ მასწავლებლებს გადააბარა, შესაბამისად, მასწავლებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ ივლიან სკოლაში ან შეძლებენ თუ არა ამას საერთოდ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.