მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსის პანდემიამ მთელ მსოფლიოში 1,5 მილიარდ ბავშვს სკოლაში სიარულის შესაძლებლობა წაართვა. ბევრი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ზოგი მოსწავლე და სტუდენტი იშვიათად დადის სასწავლო დაწესებულებაში, ძირითადად სახლიდან სწავლობენ ან საერთოდ მოკლებულნი არიან ასეთ შესაძლებლობას. განათლების სისტემაში ასეთი ხარვეზები შესაძლოა მთელი თაობისთვის კატასტროფული აღმოჩნდეს.
ამის შესახებ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ სასწავლო დაწესებულებების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ბავშვების დაახლოებით მესამედი - 463 მილიონი - დისტანციურად სწავლას ვერ ახერხებს, რადგან მათ სახლში არ აქვთ კომპიუტერი ან ინტერნეტი, ან იმის გამო, რომ მოწყობილობებისთვის „ბრძოლა“ უხდებათ - მაგალითად მრავალშვილიან ოჯახებში. ამასთან ბევრმა სკოლამ ონლაინ-სწავლების ორგანიზება ვერ მოახერხა.
გაეროს გენერალური მდივანი დისტანციური სწავლების დახვეწის მოწოდებით გამოვიდა. მისი აზრით, ტრადიციული განათლების სისტემაში ჩავარდნების გამო, საჭირო გახდა სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის აუცილებლობა. მაგრამ ყველამ ვერ შეძლო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა და შედეგად - ბევრმა ბავშვმა განათლების უფლება დაკარგა. ამის გამო, თვლის გუტერეში, დაზარალდება ყველა, რადგან გარდაქმნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ განათლებულ საზოგადოებაში.
„პირობებში, როდესაც მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლას აგრძელებს, იმისთვის რომ მთელი თაობის კატასტროფა ავიცილოთ თავიდან, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების და კაცობრიობის საერთო მიღწევის - განათლების უფლების რეალიზებისთვის“, - აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.