მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
31 იანვარს „ეტალონის“ გუნდი უპრეცედენტო პროექტს იწყებს: პირდაპირ ეთერში (LIVE) გავა სამი გადაცემა - 13:00 საათზე ინტელექტუალური კონკურსი „აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი“, 15:00 საათზე „გაამოს!“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა განათლებაზე და 17:00 საათზე ინტელექტუალური კონკურსი „საქართველოს SUPER ოჯახები“.
გადაცემებს ინტერაქტიული შემეცნებითი ხასიათი ექნება. „ეტალონის“ გუნდი LIVE გადაცემებს თავისი პროექტის უცვლელ თანამოაზრეებთან ერთად ახორციელებს და პროექტებში ახალ მეგობრებსაც რთავს - მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განათლება და ვისაც მოსწავლე-ახალგაზრდების ბედი აღელვებს.
გადაცემები LIVE რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ „ეტალონის“ ფეისბუქ-გვერდზე და ასევე ჩვენს ვებ-გვერდზე ETALONI.GE
„აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი“ ეს არის უნიკალური დისტანციური ONLINE ინტელექტუალური ინტერნეტ გადაცემა-თამაში, მეყსეული ONLINE შეფასებებით და იქვე გამოვლენილი გამარჯვებულებით, რომლებსაც ახლო მომავალში ძალიან ბევრი წახალისება და პერსპექტივა ელით.
„გაამოს!“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა განათლებაზე არის ONLINE ინტელექტუალური გადაცემა - საინტერესო სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლების პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე, ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი ადამიანებისთვის, მზრუნველი ოჯახებისთვის და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის.
„საქართველოს SUPER ოჯახები კი გახლავთ უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში სახლიდან გაუსვლელად, ყველასთვის თანაბარ პირობებში; დიდი ოჯახური სამზადისი, მხიარულება, ემოციები და მეყსეული ONLINE შეფასებები; გუნდურობის უპირატესობა, განსხვავებული ასაკისა და თაობის ადამიანთა თანამოაზრეობისა და ინტელექტის შედეგები და „საქართველოს ეტალონი სუპერ ოჯახის ტიტულის“ მფლობელების გამოვლენა-წახალისება!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.