სიახლეები
სამასწავლებლო

ელექტრონული ჟურნალის წარმოება მასწავლებლებისთვის კომფორტულია, თუმცა მას გამართული ინტერნეტ-კავშირი სჭირდება - დირექტორები
29-01-2021
-
+


დისტანციურმა სწავლებამ ახალი საჭიროებები წარმოშვა, პედაგოგებსაც გარკვეული უნარების გამომუშავება დასჭირდათ, რათა ფეხი აეწყოთ ონლაინ-გაკვეთილებისთვის და ერთ-ერთი ასეთი სიახლე გახლდათ ელექტრონული ჟურნალი. მოსწონთ თუ არა მასწავლებლებს მატერიალური ჟურნალის ალტერნატივა და რამდენად კმაყოფილები არიან თავად დირექტორები ელექტრონული ვერსიის დანერგვით სასკოლო ცხოვრებაში, Etaloni.ge- საკუთარ მოსაზრებას სკოლების ხელმძღვანელები უზიარებენ:

ნინო მეგენეიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის გაუწყინარის საჯარო სკოლის დირექტორი:

სიმართლე გითხრათ, თავიდან მოულოდნელი იყო, როდესაც გამოგვიცხადეს, რომ ელექტრონულ ჟურნალში უნდა გვემუშავა. იყო ტექნიკური ხარვეზებიც, ჩვენი, ასე ვთქვათ, გამოუცდელობაც, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩემი სკოლის პედაგოგებმა ამ გამოწვევასაც მშვენივრად გაართვეს თავი. ძალიან მოგვწონს ელექტრონული ჟურნალი და ვემხრობით მის დამკვიდრებას, ხოლო როდესაც ტექნიკური ხარვეზები საბოლოოდ გასწორდება, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იდეალურად იქნება.

ლენა აბაშიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალი სკოლის მოდელიდან გამომდინარე, ჩვენ ვიცოდით ელექტრონული ჟურნალის პრინციპები, თუმცა მატერიალურ ჟურნალზე მუშაობას ვიყავით მიჩვეულები და თავიდან მცირე გაუგებრობა მაინც იყო... მაგრამ სკოლაში გვყავს ისეთი პედაგოგები, რომლებიც ძალიან კარად ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მათი დახმარებით, აბსოლუტურად ყველა პედაგოგმა გაითავისა ელექტრონული ჟურნალის პრინციები. ახლა ყველას ძალიან მოგვწონს; დარწმუნებული ვარ, მალე საბოლოოდ გაიმართება და აღარ იქნება ტექნიკური ხარვეზები.

დოდო გაბისონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მუხურჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლის პედაგოგებმა ძალიან კარგად აუღეს ალღო ელექტრონული ჟურნალის წარმოებას; სიმართლე გითხრათ, მასში მუშაობა ძალიან კომფორტულია, მეტად დაზღვეულებიც ვართ და ასე თუ გაგრძელდება, მხოლოდ მივესალმებით; თუმცა, აქვე, დავძენ, რომ ელექტრონული ჟურნალის წარმოებას გამართული ინტერნეტკავშირი სჭირდება, რაც სოფლებში ჭირს.

ნინო ხორბალაძე, დმანისის მუნიციპალიტეტის დაგარახლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

სიმართლე გითხრათ, თავიდან მეგონა, გაგვიჭირდებოდა ელექტრონული ჟურნალის შევსება, თუმცა ჩემი სკოლის პედაგოგებმა, უდავოდ, კარგად გაართვეს თავი და ვფიქრობ, მომავალშიც მშვენივრად შევძლებთ მის წარმოებას.

ქეთევან მერაბიშვილი, მარნეულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან კმაყოფილები ვართ, ელექტრონული ჟურნალი რომ დამკვიდრდა. ჩვენი სკოლა მატერიალურსაც აწარმოებდა, მაგრამ ვფიქრობ, ამ სიახლემ დადებითი ელემენტები შემოიტანა. მიმაჩნია, რომ ორივე ჟურნალი უნდა იყოს.

ნათია ფუტკარაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, ელექტრონული ჟურნალის სტრუქტურა მარტივია და პედაგოგებმაც მარტივად აუღეს ალღო. მისი წარმოება ნამდვილად არ გაგვიჭირდება, მით უმეტეს, პირველი თებერვლიდან საკლასო ოთახებს ვუბრუნდებით.

გოჩა კვინიკაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წიფის საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან მოგვეწონა ეს სიახლე მეც და პედაგოგებსაც, თუმცა სამწუხაროდ, სოფელში ინტერნეტის პრობლემაა, რაც გარკვეულ სირთულეებს ქმნის. თუ გამართული ინტერნეტკავშირი იქნება, ვფიქრობ, ელექტრონული ჟურნალის წარმოების პრობლემა ჩვენთან ნამდვილად არ შეიქმნება.

ეთერ ჩხეიძე, ბათუმის N28 საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან კარგია ელექტრონული ჟურნალი და მიმაჩნია, თუ პედაგოგს აქვს შეხება თანამედროვე ტექნოლოგიებთან, მისი შევსების პრობლემა არ უნდა შეიქმნას. ჩვენ არავითარი სირთულე არ გვქონია გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, რომლებიც დარწმუნებული ვარ, გასწორდება და ელექტრონულ ჟურნალს უპრობლემოდ დავამკვიდრებთ სასკოლო საქმიანობაში.

ნანა გორგიშელი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორი:

თავიდან ცოტა გაგვიჭირდა სიახლესთან ადაპტირება, თუმცა პირველი სემესტრის ბოლოსთვის ყველაფერი დალაგდა, კარგად გავერკვიეთ ნიუანსებში და მხოლოდ მივესალმებით ელექტრონული ჟურნალის, როგორც ყველა სიახლის დამკვიდრებას. თუმცა აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, სისტემამ გამართულად რომ იმუშაოს, მხოლოდ პედაგოგების ჩართულობა საკმარისი არ არის, უწყვეტი ინტერნეტკავშირია საჭირო, სხვა მხრივ კი ვფიქრობ, ეს ნამდვილად კარგი სიახლეა.

ლამზირა ჭალიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვეშის საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან მოგვწონს ელექტრონული ჟურნალი და ახლავე აგიხსნით, რატომ: არაფრის გადასწორება არ გვიწევს, გვერდებიც ლამაზადაა აკინძული, მთელი კვირის განმავლობაში შეგვიძლია დავაკვირდეთ დინამიკას, მონაცემები კი დღის ბოლოს შევიყვანოთ... მარტივად რომ ვთქვათ, ელექტრონული ჟურნალი საკმაოდ კომფორტულია ჩვენთვის.

მაია ტორაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

თავიდან გარკვეული ხარვეზები იყო და ეს ყველამ უნდა ვაღიაროთ, თუმცა პედაგოგებმა მალევე აუწყვეს ფეხი ამ სიახლესაც და თუ სკოლაში საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა იქნება, ვფიქრობ, ელექტრონული ჟურნალი ძალიან მარტივად დაიმკვიდრებს თავს ჩვენს ყოველდღიურობაში.

ირმა ბერიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვაზიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებლებს ძალიან მოგვწონს ელექტრონული ჟურნალი და განსაკუთრებით კომფორტულია ის ნიშნის გამოყვანისას... ვფიქრობ, ასეთი სიახლეები ნამდვილად საჭიროა ჩვენთვისაც და მოსწავლეებისთვისაც.

დოდო ხაჩიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლის თითოეული მასწავლებელი დიდი ყურადღებით მოეკიდა ელექტრონული ჟურნალის წარმოების საკითხს. არსებული ხარვეზებიც გასწორდა და ახლა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელექტრონული ჟურნალის წარმოება გაცილებით მარტივი და კომფორტულია პედაგოგებისთვის.

ზურაბ გრიგოლია, აბაშის მუნიციპალიტეტის კეთილარის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლის პედაგოგები დადებითად მოეკიდნენ ამ სიახლეს, ძალიან მოსწონთ და ნამდვილად არ ვიქნებით წინააღმდეგნი, რომ იგი დამკვიდრდეს სასკოლო ცხოვრებაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება