სიახლეები
სიახლეები

რას ნიშნავს გამოცდა დიდაქტიკაში, რომელსაც პედაგოგები სტატუსის ასამაღლებლად ჩააბარებენ - ბერიკა შუკაკიძის განმარტება მასწავლებლებისთვის
02-02-2021
-
+


პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალმა სქემამ პედაგოგებში იმთავითვე გაუგებრობა და ერთგვარი უკმაყოფილებაც გამოიწვია. განსაკუთრებით კი იმ პუნქტმა, რომელიც სტატუსის ცვლილების მსურველთათვის დიდაქტიკის გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.

მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ პედაგოგებს სტატუსის ასამაღლებლად  გამოცდა ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ 50%-ზე მაღალი შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტის ჩაბარება თავიდან მოუწევთ, რასაც ემატება დიდაქტიკის გამოცდა;

წარმატებული ტესტირების შემდეგ კი, პედაგოგი გზავნის თავის პორტფოლიოს, რომელსაც სამინისტროს, მასწავლებლის სახლის, რესურსცენტრის და ესგ-ს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი აფასებს.

რას ნიშნავს დიდაქტიკის გამოცდა და რატომ ურთულებენ პედაგოგებს ისედაც გართულებულ ცხოვრებას? - ამ კითხვებით Etaloni.ge მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელს, ბერიკა შუკაკიძეს დაუკავშირდა.

დიდაქტიკის გამოცდა, ესაა გამოცდა პროფესიულ უნარებში. ეროვნული სასწავლო გეგმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მასწავლებლის სტანდარტსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, ჩვენ გადავცემთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს; ასევე გადავცემთ ლიტერატურას, რაზე დაფუძნებითაც მათ უნდა შეიმუშაონ ტესტი. შემდეგ ტარდება პრეტესტი და დგინდება მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც „ნაეკის“ თანამშრომლების კომპეტენციაა. ვიმეორებ - ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, „ნაეკისთვის“ მიგვეცა უფროსი და წამყვანი მასწავლებლების სტანდარტი, ასევე, რა მოთხოვნები აქვს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრს. სწორედ ამ ყველაფერზე დაფუძნებით, ისინი შეიმუშავებენ პროფესიულ უნარებში მაღალი დონის ტესტებს და ამ ტესტებით გაიზომება მასწავლებლების წარმატების ხარისხი“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება