მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის მე-9 კლასში, „ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში“ ქართული ენისა და ლიტერატურის შემაჯამებელი ღია გაკვეთილი ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნათელა ღლონტი ხელმძღვანელობდა.
„მოსწავლეებს ვირტუალურად უნდა ემოგზაურათ მთაში და შეეგროვებინათ მთის ხალხის შეხედულებები კაი ყმის, რაინდობის შესახებ. წაეყვანათ რეპორტაჟი ფშავიდან, სადაც დაანახებდნენ ფართო საზოგადოებას როგორია კაი ყმის გაგება, რაინდობა, მთიელების წარმოდგენაში.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს თავიანთი ნამუშევრები, ზოგმა ვაჟა - ფშაველა გაგვაცნო, ზოგმა გულქან რაზიკაშვილი, ზოგმა კი თემის უხუცესი, ერთმანეთს ცვლიდა მოსწავლეების საინტერესო ნამუშევრები.
მოსწავლეებმა მთის ხალხის წარმოდგენებს საკუთარი შეხედულებები დაუპირისპირეს და თავიანთი ხედვები
წარმოადგინეს.
გაკვეთილზე ასევე საინტერესოდ იყო წარმოჩენილი მასწავლებლის მიერ ჩვენი დროის გმირები- საინტერესო, მისაბაძი, ღირსეული ადამიანები ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, ჩვენი სოფლიდან, მათ ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ხალხისა და ქვეყნის სამსახურში.
ბოლოს კი გაკვეთილი ორიგინალურად შეჯამდა, რომ ყოველმა ადამიანმა სიცოცხლის განმავლობაში საკუთარი ცხოვრების ხე კეთილი საქმეებით უნდა ააყვაოს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას