მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სკოლების უმრავლესობა, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა, სწავლების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა და მშობლებისა და სხვათა შორის, პედაგოგების ნაწილიც, ვირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, კვლავ ონლაინ-სწავლების მომხრეა. ამ საკითხზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ მშობლებს მეორე სემესტრიდანაც აქვთ უფლება, შვილებისთვის დისტანციური სწავლება მოითხოვონ.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა emis-მა კი გამოაქვეყნა ინსტრუქცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
ინსტრუქცია განკუთვნილია იმ საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სადაც მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, დასწრებულ სწავლებასთან ერთად მიმდინარეობს დისტანციური ელექტრონული სწავლება (ონლაინ ჯგუფები).
დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ