სიახლეები
სიახლეები

8 მოსწავლე სკოლიდან მერიის საპირფარეშოების დასასუფთავებლად წაიყვანეს - ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
01-02-2021
-
+


ჩხოროწყუს მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა საპირფარეშო დაასუფთავეს. 8 მოსწავლე სკოლიდან მერიაში 26 იანვარს, სამშაბათს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ წაიყვანეს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის დავით გოგუას თქმით, აღნიშნულის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა და ყველა ვისაც ფაქტთან შეხება აქვს, უმკაცრესად დაისჯება.

„თვითნებობას ჰქონდა ადგილი და ეს არის ყოვლად მიუღებელი ფაქტი, რომელსაც გამართლება არ აქვს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის თანამშრომელი, ვისაც პირდაპირ თუ ირიბად ჰქონდა შეხება აღნიშნულ ფაქტთან. სკოლის მოსწავლეები იყვნენ ამ პროცესში ჩართული და ყოფილ დასუფთავების თანამშრომელს ჰყავდა გადმოყვანილი ისინი“,- განაცხადა დავით გოგუამ.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლია ჯალაღონიას განცხადებით, სკოლის ადმინისტრაცია შეცდომაში შევიდა და „დასუფთავების აქციაში“ მოსწავლეების მონაწილეობაზე ნებართვა გასცა.

„ეს ქალბატონი მივიდა, თავი წარუდგინა და განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქციას ატარებდა, რომელშიც სხვადასხვა სკოლები იღებდნენ მონაწილეობას. სკოლაში იფიქრეს, რომ ჩვეულებრივი დასუფთავების აქცია იყო, ბავშვები სუფთა ჰაერზე იქნებოდნენ, ხელთათმანებს მისცემდნენ და ა.შ. არავის ეგონა, რომ ასე დასრულდებოდა ყველაფერი. ჩვენ დაუყოვნებლივ სამინისტროს ვაცნობეთ და რადგან დანაშაულის ნიშნები დაინახეს, საქმეს პოლიცია იძიებს. ჩვენ შევწყვიტეთ ამის გამოკვლევა. შევხვდით ბავშვებს და ბოდიში მოვუხადეთ მშობლებს“, - განაცხადა რესურსცენტრის უფროსმა ლია ჯალაღონიამ.

პოლიცია მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აწარმოებს, რაც იძულებას გულისხმობს. კოდექსის თანახმად, იძულება, რომელიც ჩადენილია დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება